მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

ხვალ, 20 იანვარს „მაკედონიის საკითხთან“ დაკავშირებით ათენში მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება

ხვალ, 20 იანვარს ათენის ცენტრი გადაკეტილი იქნება საზოგადოების მასშტაბური მიტინგის გამო, რომელიც „მაკედონიის საკითხს“ ეძღვნება.

სამოქალაქო კომიტეტი „მაკედონია საბერძნეთია“ მოქალაქეებს მოუწოდებს შეუერთდნენ აქციას ათენის კონსტიტუციის მოედანზე (სინტაგმა).

მანიფესტანტების მოთხოვნაა, საბერძნეთის პარლამენტმა არ მოახდინოს პრესპის შეთანხმების რატიფიცირება, რომლის თანახმადაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას „ჩრდილოეთ მაკედონია“ უნდა ეწოდოს.

ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის პარლამენტმა უკვე მოახდინა შეთანხმების რატიფიკაცია და საბერძნეთის პარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ ის ძალაში შევა.

პოლიციის ინფორმაციით, აქციასთან დაკავშირებით საგზაო მოძრაობის საგანგებო წესები იმოქმედებს ათენის ცეტრის ფართო პერიმეტრზე (არა მარტო სინტაგმის უშუალო შემოგარენში). კერძოდ, მანქანის გაჩერება და პარკირება აკრძალულია უკვე დღეიდან, 19 იანვრიდან, ათენის დროით 22 საათიდან, ხოლო ხვალ დილის 6 საათიდან ათენის ცენტრის გარშემო, ფართო პერიმეტრზე მოძრაობა შეწყდება.

მასობრივი უწესრიგობების თავიდან ასაცილებლად ათენის ცენტრის ირგვლივ პოლიციის რაზმები  განლაგდებიან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close