newsსაბერძნეთი

„ტელემაქოსმა“ ათენი და ატიკის რეგიონი თოვლით დაფარა

ცივი ამინდი ოთხშაბათამდე შენარჩუნდება – აფრთხილებს მოქალაქეებს საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახური (EMY): ციკლონმა „ტელემაქოსმა“ (Τηλέμαχος) უხვი თოვა გამოიწვია საბერძნეთის მატერიკულ რეგიონებსა და ნაწილობრივ კუნძულებზეც. ატიკის რეგიონის დიდი ფართობი, მათ შორის, ათენის ცენტრი თოვლით დაიფარა, რის შედეგადაც მთელ ქალაქში შეფერხდა ტრანსპორტის მოძრაობა.

ძლიერი თოვა საღამოს 8 საათზე დაიწყო ათენის ყველა გარეუბანში, მათ შორის, ზღვისპირა რაიონებშიც. განსაკუთრებით რთული სიტუაციაა ატიკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში, სადაც გზების უმეტესობა ზღვის დონდან 500 მეტრსა და მეტ სიმაღლეზე გადის და თოვლის სქელი ფენითაა დაფარული, რომლის სისქეც ზოგან 30-35 სმ-ს აღწევს.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close