fbpx
მსოფლიოპოლიტიკაიტალია

იტალიის ხელისუფლება ადასტურებს, რომ პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის შემცირებას აპირებს

იტალიის მთავრობის პრიორიტეტებს შორის უახლოეს მომავალში ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატაში დეპუტატების რიცხვის შემცირებაა; აგრეთვე, გაგრძელდება მათი შეღავათების და პრივილეგიების შეკვეცა, – ამის თაობაზე იტალიის ვიცე-პრემიერმა, მმართველი პარტიის,„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ გუშინ განაცხადა AFFARI ITALIANI-სთან ინტერვიუში.  

ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობაში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი არაოფიციალური სახელწოდებით „ხელები-მაკრატელი“ (“Mani di forbice”), რომლის წევრებიც არაეფექტიანი საბიუჯეტო ხარჯების გამოსავლენად და მათი შემცირების მეთოდების მოსაძიებლად იმუშავებენ.

მანამდე, მიმდინარე წლის სექტემბერში იტალიის მთავრობამ პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა  კანონპროექტი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დეპუტატების (ქვედა პალატაში) და სენატორების (ზედა პალატაში) რიცხვის შემცირებასთან დაკავშირებით (630 დეპუტატის ნაცვლად 400 დეპუტატამდე და 315 სენატორის ნაცვლად 200 სენატორამდე; ანუ მთლიანობაში დეპუტატების რაოდენობა 345-ით შემცირდება). ხელისუფლების შეფასებით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 500 მლნ ევრომდე დაზოგოს და, ამასთან, პარლამენტის მუშაობაც უფრო ეფექტიანი გახდეს.

2018 წლის ზაფხულში, თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესაბამისად, იტალიის ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი დეპუტატების და მინისტრების პრივილეგიების ნაწილი შეკვეცა, კერძოდ, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის გააუქმეს  ე. წ. „ოქროს პენსია“ (4000 ევროზე მეტი ოდენობის პენსია, რომელიც არ იყო უზრუნველყოფილი სადაზღვევო შენატანებით).

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close