მსოფლიოპოლიტიკაnews

ერაყის ხელისუფლებამ შობა ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა

ერაყის ხელისუფლებამ შობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადა.

„მთავრობა ერაყში შობას ოფიციალურ დღესასწაულად აცხადებს. ბედნიერ შობას ვუსურვებთ ჩვენს ქრისტიან მოქალაქეებს, ყველა ერაყელს და ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ცნობაში, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე 25 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ამას გარდა, ერაყის პრემიერ-მინისტრის კანცელარიამ გაავრცელა ცნობა ერაყის მთავრობის მეთაურის, ადელ აბდელ მაჰდის შეხვედრის შესახებ ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან , რომელიც ორშაბათს, 25 დეკემბერს ერაყში ვიზიტით იმყოფებოდა.

„ჩვენ ვლოცულობთ ერაყში ვატიკანის მაღალი რანგის წარმომადგენლის ამ პირველი ვიზიტის წარმატებისთვის, – ნათქვამია ერაყის ქალდეის კათოლიკური ეკლესიის განცხადებაში, – და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება წინაპირობა რომის პაპის, ფრანცისკეს ვიზიტის ორგანიზებისთვის“.

როგორც ტელეარხმა Al Arabiya-მ  გადმოსცა, მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში ქალდეის პატრიარქმა ლუის რაფაელმა ერაყის კანონმდებლებს თხოვნით მიმართა, ოფიციალურად ეღიარებინათ შობა დასვენების დღედ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დღეისათვის ერაყის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 300 ათასამდე ქრისტიანი ცხოვრობს, მაშინ როდესაც 2003 წელს აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ერაყში ქრისტიანული რელიგიის მიმდევართა რაოდენობა 1,5 მლნ იყო. ერაყის რესპუბლიკის მოსახლეობის (დაახლ.38 მლნ) დიდი უმრავლესობა – 95%-მდე ისლამის მიმდევარია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close