ისტორიასაზოგადოებაკულტურასაქართველო

რეპორტაჟი ბერძნულ ენაზე ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმიდან

თეა შეყრილაძე სტუდენტია, იგი თბილისში სწავლობს და თავადაც ასწავლის ბერძნულ ენას ქართველ ახალგაზრდებს, რომელთაც საბერძნეთში სურთ უმაღლესი განათლების მიღება. თეას ინიციატივით შეიკრიბა ახალგაზრდების ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა გააცნოს საქართველო ბერძნულ საზოგადოებას. ამ ჯგუფის მოწადინების შედეგია პატარა ვიდეოები ბერძნულ ენაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ მისიას ემსახურება.

თეა გარკვეული ხნის განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა, სადაც საბერძნეთის განათლებული წრეების წარმომადგენლები გაიცნო. დღეს ისინი თეას ბერძნებისა და კვიპროსელებისთვის საქართველოს გაცნობის კეთილშობილურ საქმეში ეხმარებიან.
ეთნომუსიკოლოგი, პროფესორი ქეთევან ბაიაშვილი, რომელიც წარმოდგენილ ვიდეოში საუბრობს, ასევე ცხოვრობდა საბერძნეთში რამდენიმე წლის განმავლობაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close