მსოფლიოnewsდასაქმებაიტალია

იტალიელი ახალგაზრდების 24% არც სწავლობს და არც მუშაობს

იტალიის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (ISTAT) მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15-იდან 29 წლამდე იტალიელთა 24,1% პროცენტი 2017 წელს არც სწავლობდა და არც მუშაობდა. ეს მაჩვენებელი 2016 წელსაც ანალოგიური იყო და, სავარაუდოდ, წელსაც დიდად არ შეიცვლება.

ამასთან, იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც სწავლა შეწყვიტეს და შემდეგ საფეხურზე აღარ გადავიდნენ, 2017 წელს ოდნავ გაიზარდა და 14% შეადგინა (2016 წელს 13,8% იყო).

აღსანიშნავია, რომ ევროპის სტატისტიკის სამსახურის, Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა Il Messaggero-მ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 18-იდან 34 წლამდე იტალიელი ახალგაზრდების 66,4% (2/3) მშობლებთან ერთად ცხოვრობს (25-იდან 34 წლამდე კი – 49,3%). ევროკავშირის საშუალო მონაცემია 50%. იტალიაზე მაღალი ეს მაჩვენებელი მხოლოდ ხორვატიაში, მალტაზე და საბერძნეთშია.

ამასთან, ახალგაზრდა მამაკაცები უფრო ხშირად რჩებიან მშობლებთან საცხოვრებლად (72,7%), ვიდრე ახალგაზრდა ქალები (59,8%).

იტალიაში ასეთ სიტუაციას (რომელიც ათწლეულებია, გრძელდება) იმით ხსნიან, რომ ქვეყანაში უმაღლესი განათლების მიღება ხანგრძლივი პროცესია, ძნელია სამუშაოს მოძებნა სწავლის დასრულებისთანავე; აგრეთვე, ბევრ ახალგაზრდას მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრების სურვილი, უბრალოდ, არ აქვს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close