fbpx
მსოფლიოnewsიტალია

ამერიკის ხელისუფლება კალიფორნიის ხანძრებისგან მიყენებულ ზარალს აფასებს

ამერიკის შეერთებული შტატების შს მინისტრმა რაიან ზინკემ ქალაქ პარადაისში ვიზიტისას განაცხადა, რომ კალიფორნიის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ტყის ხანძრისგან მიყენებული ზარალი „მილიარდობით დოლარს შეადგენს“. როგორც ცნობილია, ქალაქი პარადაისი ხანძარმა „კემპმა“ მთლიანად გაანადგურა.

ზინკემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ფედერალურმა მთავრობამ 20 მლნ აშშ დოლარი გამოყო კალიფორნიის მცხოვრებთათვის, რომლებიც ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩნენ.

ბიუთის ოლქის (ჩრდილოეთ კალიფორნია) შერიფის, კორი ჰონეას თქმით, ხანძარმა „კემპმა“ 88 ადამიანი იმსხვერპლა; ამ დრომდე ცდილობენ გაარკვიონ, რა ბედი ეწია 200-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც დაკარგულებად ითვლებიან.

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში გადამწვარია 620 კვადრატული კილომეტრი ფართობი, ცეცხლმა გაანადგურა 13 ათასზე მეტი სახლი.

დღეისათვის კალიფორნიის ტერიტორიაზე ხანძრები მთლიანად ლოკალიზებულია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close