საზოგადოების პროტესტს შედეგი მოჰყვა – იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ქართულ სკოლებში ბრუნდება

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ქართულ სკოლებს დაუბრუნდება – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განცხადა. სამინისტროში დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართულიმინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც მხარეებ შეთანხმება მიღწევენ, სკოლებშიდედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეიტანენ, რომლის გამოცემასაც განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს.

ქართულ სკოლაში „დედა ენის“ დაბრუნების გადაწყვეტილება საზოგადოების პროტესტს მოჰყვა. საზოგადოების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ იმ ფატს, რომ სამინისტროში სახელმძღვანელოს გრიფირება არასწორად ჩატარდა და მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებში პირველკლასელთათვის შეტანილი სახელმძღვანელოები შორს იყო გოგებაშვილის პრინციპებისგან.

„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ წელს … იაკობ გოგებაშვილი და მისი „დედა ენა“ სკოლის მიღმა აღმოჩნდა. 142 წლის განმავლობაში, რაც „დედა ენა“ არსებობს, ესაა პირველი შემთხვევა, როცა „დედა ენა“ – ასეთი წიგნი აღარ არსებობს. მართალია, ბოლო ათწლეულებში იყო გადაკეთებული, შეცვლილი, მაგრამ „დედა ენა“ მაინც იყო, გოგებაშვილის სახელი მაინც ტრიალებდა“, – აცხადებს „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ წევრი გიორგი გოგოლაშვილი. მისი თქმით, კომპეტენტური კომისია იყო შექმნილი, რომელმაც იმუშავა, მოამზადა გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებისთვის, მაგრამ „შემდეგ უკვე განათლების სამინისტრომ გაუგებარ სიტუაციაში გოგებაშვილი დატოვა სკოლის გარეთ“ და ჩვენი მოზარდები დარჩნენ „უნიკალური აი იას“ გარეშე.

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კონვენციები იცავს და მთავრობას ავალდებულებს, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ წლეულს ჩატარებული გრიფირების საკითხი პროკურატურას გადაეცა და შედეგებს ელოდებიან.

———–

შეგახსენებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა ანუ ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის“ პირველად 1876 წელს გამოიცა.

„დედა ენის“ მიხედვით წერა-კითხვა ისწავლება ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით. 1906 წლიდან „დედა ენა“ 2 წიგნად გამოიცა: პირველში მოთავსებულია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში – საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ-პოპულარული სტატიები.

ავტორის სიცოცხლეში (1912 წლამდე) „დედა ენა“ 33-ჯერ გამოიცა.

ნინო ხოშტარია

„დედა ენის“ 1912 წლის გამოცემა

 

 

 

 

კომენტარები