მსოფლიოპოლიტიკაnews

იტალიამ ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო

იტალიის პრემიერ-მიისტრმა ჯუზეპე კონტემ ტრანსადრიატიკული გასადენის მშენებლობა (TAP – TRANS ADRIATIC PIPELINE) დაამტკიცა, – ამის შესახებ სააგენტო REUTERS-ი იუწყება.

„მეტად აღარ შეიძლება ამ პროექტში ჩარევა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო დაგეგმილი და მასში საკონტრაქტო ვალდებულებები დევს“, – განაცხადა ჯუზეპე კონტემ და დააკონკრეტა, რომ გაზსადენის მშენებლობისთვის ხელის შეშლა იტალიას შესაძლოა „ათობით მილიარდი ევრო დაუჯდეს“.

გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა ოპოზიციური „5 ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელიც დღეს იტალიის მმართველი კოალიციის შემადგენლობაშია. ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობის მოწინააღმდეგეები „შესაძლო ეკოლოგიურ რისკებზე“ საუბრობენ და შიშობენ, რომ „გაზსადენმა შეიძლება სამხრეთ იტალიაში ტურიზმის სფეროს ზიანი მიაყენოს“.

45 მილიარდი ევროს ღირებულების ტრანსადრიატიკული გაზსადენი ევროკავშირის სტრატეგიული პროექტია, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს. TAP-ი „გაზის სამხრეთი დერეფნის“ ბოლო მონაკვეთია, რომელიც 2019 წლისთვის გაზსადენი სისტემების TANAP-TAP-ის გაყვანას მოიაზრებს აზერბაიჯანული „შაჰ დენიზის“ საბადოდან საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ალბანეთის გავლით, იტალიის სამხრეთისკენ. იქიდან კი აზერბაიჯანული გაზი უკვე არსებული გაზსადენი სისტემების მეშვეობით ევროკავშირის სხვა ქვეყნებში განაწილდება.

კასპიის ზღვიდან ცისფერი საწვავის პირველი ნაკადის მიწოდება იტალიისთვის 2020 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა იტალიის მხარის წინააღმდეგობამ პროექტის რეალიზაცია შეაყოვნა.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close