ევროკავშირში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი საბერძნეთსა და ესპანეთშია, ყველაზე დაბალი – ჩეხეთში
ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (ІЕЕ) ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ხანგრძლივვადიანი უმუშევრობის მხრივ საბერძნეთი და ესპანეთი ლიდერობენ.
Eurostat-მა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 2017 წლის მონაცემები დაამუშავა და აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივვადიანი უმუშევრობის მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა ამ ორ ქვეყნაშია: საბერძნეთში უმუშევრობის დონე 15,6%-ია, ესპანეთში კი – 7,7%. მთლიანობაში, ესპანეთში სიტუაცია ამ მხრივ უმჯობესდება (2013 წელს ხანგრძლივვადიანი უმუშევრობის დონე 12,9% იყო), თუმცა თუ 2008 წლის მაჩვენებელს (1,7%) შევადარებთ, ვნახავთ, რომ ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრას კიდევ საკმაო დრო დასჭირდება.
ზოგადად კი, ევროკავშირის სტატისტიკა ამ მხრივ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: თუ 2013 წელს ევროკავშირში ხანგრძლივვადიანი უმუშევრობის საშუალო დონე 5,2% იყო (მაქსიმალური რეკორდი), 2017 წელს უმუშევრობა შემცირდა და საშუალო მაჩვენებელი 3,5%-ზე ჩამოვიდა.
ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში უმუშევრობა მიზერულია. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობაა შვედეთში, დიდ ბრიტანეთსა და ჩეხეთში. კერძოდ: შვედეთში ხანგრძლივვადიანი უმუშევრობის დონე 1,3%-ია, დიდ ბრიტანეთში – 1,1%, ჩეხეთში კი – 1%.
ცნობისათვის: ხანგრძლივვადიან უმუშევრობად ითვლება უმუშევრობა, რომელიც 27 კვირას და მეტხანს გრძელდება.
ნინო ბაჯელიძე
წყარო: https://joinfo.ua
კომენტარები