მიგრაციამსოფლიოჩვენი ფავორიტიდასაქმება

სამუშაოს პოვნა გერმანიაში – როგორ უნდა ეძებოთ ვაკანსიები

გერმანიაში სამუშაო შეგიძლიათ დამოუკიდებლად ეძებოთ ინტერნეტით, ისევე როგორც ამას ადგილობრივები აკეთებენ.

გაითვალისწინეთ, რომ ვაკანსიების ძებნის გვერდზე მითითებული საიტის ენა მხოლოდ მენიუს შემთხვევაში იცვლება, თავად განცხადებებს ღია ვაკანსიებზე დამსაქმებლები, როგორც წესი, გერმანულ ენაზე დებენ (იშვიათად – ინგლისურად), ამიტომ ენის ცოდნა საჭიროა; თუმცა შეგიძლიათ გუგლ ტრანსლეიტითაც – HTTPS://TRANSLATE.GOOGLE.COM/ თარგმნოთ, აზრს გაიგებთ.

რეზიუმე (იგივე CV) შეგიძლიათ ელექტრონულად გაგზავნოთ. ადრე დამსაქმებლები რეზიუმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავდნენ, თუ ფოსტით გაგზავნიდით ქაღალდზე ამობეჭდილს, შესაბამისი საქაღალდით (უარის შემთხვევაში საბუთებს უკან ფოსტითვე გიბრუნებდნენ), თუმცა ბოლო წლებში ელექტრონულ ფორმატშიც იღებენ.

უმჯობესია, თუ რეზიუმე გერმანულ ენაზე იქნება, თუმცა შეგიძლიათ ინგლისურად გაგზავნაც სცადოთ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო, რომელზეც ვაკანსიაა გამოცხადებული, ინგლისური ენის აქტიურად გამოყენებას გულისხმობს (მაგ., IT სპეციალისტის ვაკანსია).

აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ დამსაქმებლებს (თუ დიდი საერთაშორისო კორპორაცია არ არის) წარმოდგენა არ აქვთ, რას მოითხოვს გერმანიის კანონმდებლობა გერმანიაში უცხოელისთვის სამუშაო ნებართვის გასაცემად; თქვენი სტატუსი ამ შემთხვევაში არის – „უცხოელი, რომელიც გერმანიის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს“ (თუ გერმანიაში ცხოვრობთ და გაქვთ ბინადრობის უფლება, მაშინ სხვა საქმეა). ამიტომ თუ დამსაქმებელს თქვენი რეზიუმე დააინტერესებს, თავიდანვე უთხარით თქვენი სტატუსი (ადრე თუ გვიან ეს საკითხი მაინც წინ წამოიწევს).

გერმანიაში სამუშაოს ძებნა შეგიძლიათ ამ საიტებზე:
გერმანიის შრომის უწყების საიტი – https://jobboerse.arbeitsagentur.de
www.job.de
www.stepstone.de
www.jobscout24.de
www.stellenangebote.de
www.monster.de

წარმატებებს გისურვებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close