news

რეზო მამსიკაშვილი უკრაინაში საქართველოს სახელით პირველ ევროპულ ბარკემპში მიიღებს მონაწილეობას 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ლიდერობისა და დებატების აკადემიის“ ორგანიზებით უკრაინის დედაქალაქ კიევში 2018 წლის ოქტომბერში პირველი ევროპული ბარკემპი გაიმართება.

რამდენიმედღიან კონფერენციაში კონკურსის შედეგად შერჩეული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან – ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი რეზო მამსიკაშვილი იქნება. სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

კონფერენციას ბერლინის სენატის კანცლერი კრისტიან გებლერი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ლიდერობისა და დებატების აკადემიის“ აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლეონარდ ნოვი და სხვები გაუძღვებიან. აღნიშნულ ღონისძიებას კიევში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საკონფერენციო დარბაზი – INVERIA Flow Space უმასპინძლებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close