კექსები თაფლით (სამარხვო)

თაფლისგან დამზადებული კექსები ერთდროულად გემრიელიცაა და სასარგებლოც, თან საკმაოდ იოლად მზადდება.

საჭირო პროდუქტი: 250 მლ თბილი წყალი, 2 ს/კ თაფლი, 1/2 ჩ/ჭ შაქარი, 1/2 ჩ/ჭ მცენარეული ზეთი, 1.5-2 ჩ/ჭ ფქვილი, 1.5 ჩ/კ სოდა, მწიკვი მარილი.

მომზადების წესი: თბილი წყალი, თაფლი, შაქარი, მარილი და ზეთი კარგად აურიეთ ეთმანეთში. სოდა ფქვილში შეურიეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ თაფლიან მასაში. თქვიფეთ ერთგვაროვანი თხელი ცომის მიღებამდე. შეგიძლიათ დაუმატოთ სასურველი ხილის ჩირი ან თხილი. ცომი ჩაასხით ფორმებში 2/3-ზე. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში ყავისფერი ფერის მიღებამდე, დაახლოებით 20 წუთი. გააგრილეთ და ამოიღეთ ფორმებიდან.

კომენტარები