სამზარეულო
ბოსტნეულის „სალიანკა“ (სამარხვო)
საჭირო პროდუქტი: 200 გ კომბოსტო, 200 გ სოკოს მარინადი, 1 თავი ხახვი, 1 მჟავე კიტრი, 10 გ მცენარეული ზეთი, 5 გ საფანელი.
მომზადების წესი: კომბოსტო წვრილად და გრძლად დაჭერით და დაკეპილ ხახვთან ერთად მოშუშეთ. კიტრი გათალეთ, მოაშორეთ თესლი, დაჭერით თხელ ფირფიტებად და დამდუღრეთ. სოკო წვრილად დაჭერით. ცხიმწასმულ ტაფაზე ფენებად დადეთ კომბოსტოს ნახევარი, კიტრი, სოკო და კომბოსტოს მეორე ფენა გადააფარეთ. მოასწორეთ, მოაყარეთ საფანელი, მოასხით ზეთი და შედგით ჰაერღუმელში.
კომენტარები