ეს მარტივი წესები ყველა ქალმა უნდა იცოდეს

დილით თვალები ძალიან ცივი წყლით დაიბანეთ ან ყინულის კუბები გაისვით ქუთუთოებსა და უპეებზე – ეს სწრაფად მოხსნის შეშუპებას და კანს მოვლილ იერს მიანიჭებს.

* არ დაგავიწყდეთ თმის დავარცხნა ძირებიდან ქვემოთ, თავდახრილ მდგომარეობაში. ეს პროცედურა ძალზე კარგად ამაგრებს თმის ძირებს.
თუ თმა სწრაფად გიცხიმიანდებათ, მიიფრქვიეთ თმის ძირებში ცოტაოდენი ბავშვის ტალკი და შეგიძლიათ მთელი დღე მშვიდად იყოთ.

* ჩაცვენილ ლოყებზე დამატენიანებელი კრემი წაისვით – ეს სახის კანს მომენტალურად აცოცხლებს.

* თუ გსურთ, რომ ლაქი უფრო სწრაფად გაშრეს, ლაქწასმული ფრჩხილები ყინულიან წყალში ჩაყავით. ლაქის შრობის დრო საგრძნობლად შემცირდება.

* ლაქის წასმის წინ ნუნებზე ზეითუნის ზეთი წაიცხეთ. ასე ადვილად მოიცილებთ ლაქს, რომელიც უნებლიეთ ნუნებზე მოგეცხებათ.

* მაკიაჟს რომ ბუნებრივი ბრწყინვალება მიანიჭოთ, ბოლო ეტაპზე ლოყებზე 1-2 წვეთი ზეთი წაისვით.

* სანამ ტუჩის ან თვალის რბილ ფანქარს წათლით, ცოტა ხანს მაცივარში გააჩერეთ და წათლის დროს წვერი აღარ წატყდება.

* მაკიაჟის მოსაცილებლად შესანიშნავი საშუალებაა ქოქოსის ზეთი. მოიცილეთ მაკიაჟი ჩვეულებრივი წესით, შემდეგ ბამბის ტამპონზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი და თვალების ირგვლივ კანი გაიწმინდეთ (თვალები დახუჭული უნდა გქონდეთ). შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.

* კანზე არსებული ანთებითი პროცესი ნაკლებად შესამჩნევი იქნება, თუ პრობლემურ ადგილზე ყინულს მიიდებთ. ძალიან კარგად ავიწროებს კაპილარებს ცხვირის წვეთები, ოღონდ გაყინული. ნებისმიერი მუწუკი შეუმჩნეველი იქნება ამ საშუალებით.

* ნუ იჩქარებთ სახის კრემის გადაგდებას, რომელსაც დიდი ხანია აღარ ხმარობთ. წაისვით სქელ ფენად ქუსლებზე (უმჯობესია ღამით) და ისინი საოცრად ნაზი გახდება.

* ყველაზე უკეთესი, რაც შეგიძლიათ საკუთარი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის გააკეთოთ – იყიდეთ წვენსაწური. წვენსაწურით ხილისა და ბოსტნეულისგან ნატურალური წვენების მომზადება მარტივია, ნატურალური წვენები კი ვიტამინების ნამდვილი საბადოა და შესანიშნავი გარეგნული იერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

კომენტარები