ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებაnewsკულტურასაბერძნეთი

ათენი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი

დღეს, 23 აპრილს, ათენში წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამავე დროს, ათენი ერთი წლით „წიგნის მსოფლიო დედაქალაქად“ გამოცხადდება.

23 აპრილი „იუნესკოს“ მიერ წიგნის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული მსოფლიო ლიტერატურის ორი დიდი შემოქმედის, უილიამ შექსპირისა და მიგელ დე სერვანტესის საპატივცემულოდ – ორივე მათგანი 23 აპრილს გარდაიცვალა.
საპატიო ტიტული საბერძნეთის დედაქალაქს ერთი წლის მანძილზე ექნება. ამ ხნის განმავლობაში გაიმართება ღონისძიებები, რომელთა დევიზი იქნება: „ათენი ზეიმობს, ათენი კითხულობს“. სულ 250 ღონისძიებაა დაგეგმილი. მათში გამომცემლობები, კულტურული დაწესებულებები და უცხო ქვეყნების საელჩოები მიიღებენ მონაწილეობას.
საზეიმო ღონისძიება დღეს ათენის აკროპოლისის მუზეუმში მოეწყობა და მას „იუნესკოს“ წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის მერი გიორგოს კამინისი დაესწრება. საღამოს რვა საათზე (ათენის დროით) დიონისე არეოპაგელის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები გაიმართება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close