ცვლილებები მოქალაქეობის მოპოვების წესში – საბერძნეთის მთავრობამ დანაპირების შესრულება დაიწყო

უკვე ვწერდით, რომ 6 მარტს საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პანოს სკურლეტისმა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ დააანონსა. 2 აპრილს ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილება, რომელიც კანონში შესწორების შეტანას გულისხმობს.

დღემდე საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ განაცხადის შეტანა მხოლოდ გარკვეული სახის ბინადრობის მოწმობების მქონე პირებს შეეძლოთ. კერძოდ, საბერძნეთის მოქალაქეზე დაქორწინებულებს, ბერძნული სკოლის კურსდამთავრებულებს, ვისაც აქვს „მეორე თაობის ბინადრობის მოწმობა“ (Άδεια διαμονής δεύτερης γενιάς), ან ხუთწლიანი „ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის“ (Άδεια Διαμονής Επί Μακρόν Διαμένοντος) მქონე პირებს.

შესწორების თანახმად, ამიერიდან ანალოგიური უფლებები ენიჭებათ უვადო ბინადრობის უფლების მქონე იმიგრანტებს (άδεια διαμονής αόριστης διάρκειας) და ათწლიანი ბინადრობის უფლების მფლობელებს (άδεια διαμονής δεκαετούς διάρκειας). აგრეთვე, იმ პირებს, რომლებიც საბერძნეთის ტერიტორიაზე მსხვილ კაპიტალდაბანდებას ახორციელებენ. ამდენად, საბერძნეთის მოქალაქობის მიღება თითქმის ყველა სახეობის ბინადრობის მოწმობის მქონე პირებს შეეძლებათ და კანდიდატთა რიცხვი დაახლოებით 200 ათასი კაცით გაიზრდება.

აქვე გაცნობებთ, რომ მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც იცვლება განაცხადის შეტანის წესი. თუკი აქამდე უფლებამოსილ კანდიდატს ქვეყანაში 7 წელი უნდა ეცხოვრა კანონიერად, რათა განაცხადის შეტანის უფლება მოეპოვებინა, ამიერიდან ეს ვადა 12 წლამდე იზრდება.

მთავრობის დაპირების მეორე ნაწილი, რომელიც განაცხადის განხილვის ვადის შემცირებასა და გასაუბრების წესის შეცვლას გულისხმობს, ჯერჯერობით საკანონმდებლო სახით არ დამტკიცებულა. სიახლეების შესახებ  დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილების ორიგინალური ტექსტი იხილე ქვემოთ:

Άρθρο Μόνο

Στο υπό στοιχείο ε της παραγράφου 1 του άρθρου

5 του Κώδικα Ελληνικής Ιθαγένειας (ν. 3284/2004),

όπως τροποποιήθηκε με το άρθρο μόνο της αριθ.

130181/25843/11-11-2014 απόφασης του Υφυπουργού

Εσωτερικών (Β’ 3142), προστίθενται περιπτώσεις αη και

αθ ως εξής:

«αη) άδεια διαμονής αόριστης διάρκειας ή δεκαετούς

διάρκειας σύμφωνα με τις διατάξεις της παρ. 2 του άρ-

θρου 22 του ν. 2910/2001 (Α’ 91), όπως αντικαταστάθηκε

με την παρ. 3 του άρθρου 32 του ν. 3202/2003 (Α’ 284),

της παρ. 2 του άρθρου 91 του ν. 3386/2005 (Α’ 212), της

παρ. 1 του άρθρου 39 του ν. 3731/2008 (Α’ 263) και του

άρθρου 138 του ν. 4251/2014 (Α’ 80),

αθ) άδεια διαμονής για επενδυτική δραστηριό-

τητα σύμφωνα με τις διατάξεις του άρθρου 16 του

ν. 4251/2014 (Α’ 80), εξαιρουμένων των στελεχών της

παρ. 2 του άρθρου 1 της κοινής υπουργικής απόφασης

αριθ. 53969/22.10.2014 (Β’ 2928), καθώς και άδεια δι-

αμονής ιδιοκτήτη ακινήτου ή μόνιμη άδεια διαμονής

επενδυτή σύμφωνα με τις διατάξεις του άρθρου 36Α του

ν. 3386/2005 (Α’ 212) και του άρθρου 20 Κεφάλαιο Β του

ν. 4251/2014 (Α’ 80)».

კომენტარები
Загрузка...