მიგრაციაnewsსაბერძნეთი

ტრაგედია ეგეოსის ზღვაში – დაღუპულია 16 ადამიანი

შაბათს, 17 მარტს გამთენიისას ტრაგიკული შემთხვევა მოხდა დოდეკანესის არქიპელაგში შემავალი პატარა კუნძულის, აღათონისის სანაპიროსთან. საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ზღვაში სამი ადამიანი აღმოაჩინა, რომლებიც შველას ითხოვდნენ. მართალია, მათი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა,ზღვაში 16 ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულთა შორის 5 ბავშვია.

სანაპირო დაცვის სამსახურმა გაარკვია, რომ ორი ათეული ლტოლვილი ხის ნავით ცდილობდა საბერძნეთის სანაპირომდე მიღწევას. ჯერ დაუდგენელი მიზეზების გამო ნავმა ჩაძირვა დაიწყო და მინიმუმ თექვსმეტი ადამიანი დაიღუპა. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ დაღუპულთა შორის ბავშვები არიან. საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა ზღვაში რამდენიმე გემი გაუშვა, მაგრამ ლტოლვილების გადარჩენა ვერ მოხერხდა, მხოლოდ რამდენიმე მათგანის ცხედარი აღმოჩინეს. არაფერია ცნობილი, რომელიც ქვეყნის მოქალაქეები არიან ლტოლვილები.

კომენტარები

Related Articles

Back to top button
Close