newsსაბერძნეთი
საბერძნეთში CAPITAL CONTROLS-ის შედეგად დაწესებული შეზღუდვები მცირდება
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ევკლიდის ცაკალოტოსმა ხელი მოაწერა ბრაძანებულებას, რომლის თანახმადაც, მნიშვნელოვნად მცირდება 2015 წლის ზაფხულში ფულადი მასის მიმოქცევასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები.
კერძოდ, უქმდება შეზღუდვები ახალი საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. ასევე, კალენდარული თვის განმავლობაში საბანკო ანგარიშიდან შესაძლებელი გახდება 2300 ევროს მოხსნა ნაცვლად 1 800 ევროსი, როგორც აქამდე იყო განსაზღვრული. საზღვარგარეთ მოგზაურობისას შესაძლებელია 2300 ევრო ნაღდი ფულის გატანა.
ახალი რეგულაციები 1-ლი მარტიდან შედის ძალაში.
ხელისუფლება აპირებს, წლის ბოლომდე ყველანაირი შეზღუდვება გააუქმოს.
კომენტარები