ტექნოლოგიები

„სიკვდილის საწინააღმდეგო წამლის“ შექმნაზე მუშაობა ოფიციალურად დაიწყო – 3 მლრდ დოლარი ჯეფ ბეზოსისგან

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, „ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა დაიწყო წამყვანი მეცნიერებისგან გუნდის ფორმირება, რომელმაც „სიკვდილის საწინააღმდეგო წამალი“ უნდა შექმნას.

პროექტმა, რომლის მთავარი ამოცანაც დაბერების პრობლემების შესწავლა იქნება, Alto Labs-ის სახელწოდება მიიღო. სტარტაპის ერთ-ერთი პირველი მონაწილე ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ჰელ ბერონი იქნება. სხვა წამყვან მეცნიერებთან ერთად გუნდს შეუერთდნენ, აგრეთვე, ნობელის პრემიის ლაურეატები – შინია იამანაკა (2012) და ჯენიფერ დუდნა (2020).

დასაწყისისთვის ჯეფ ბეზოსმა პროექტში 3 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო. ეს ფული უჯრედების რეპროგრამირების ანუ მათი გაახალგაზრდავების პროცესის შესწავლაზე დაიხარჯება, რამაც მომავალში სიცოცხლის გახანგრძლივებას და დაბერების პროცესთან დაკავშირებული დაავადებების აღმოფხვრას უნდა დაუდოს საფუძველი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close