ეკონომიკა

1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ბანკნოტების ვადა იწურება – სად გადავცვალოთ?

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995-1999 წლებში გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება, შესაბამისად, მხოლოდ 2 დღე დაგრჩათ, რომ ისინი გამოიყენოთ, შემდეგ კი მოგიწევთ გადაცვლა.

1995-1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი #72) იქნება შესაძლებელი 2022 წლის პირველი იანვრიდან.

შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, შეუფერხებლად განახორციელოს ანგარიშსწორება 1995-1999 წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close