ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 29 ნოემბერი – 5 დეკემბერი

29 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. შეეცადეთ გადაიხადოთ ყველა დავალიანება – ეს პერიოდი ვალების გასასტუმრებლად ყველაზე ხელსაყრელია. უპირველეს ყოვლისა, ბანკის სესხი გაისტუმრეთ, ამის შემდეგ – კონკრეტული პიროვნებების ვალები.  შეეცადეთ უახლოეს მომავალში სესხი არ აიღოთ.

4 დეკემბერს ახალმთვარეობაა. ასევე, მზის დაბნელება. ეს დრო კარგი პერიოდია ურთიერთობის მოსაგვარებლად. დაუსვით თქვენს რჩეულს კითხვები, რომელთა დასმისგანაც აქამდე თავს იკავებდით. ბოლოს და ბოლოს მათზე პასუხს მიიღებთ! ყველაფერი დალაგდება და მიხვდებით, გელით თუ არა ბედნიერი მომავალი იმ ადამიანთან, რომელიც ახლა თქვენ გვერდითაა.

5 დეკემბერს მთვარე ზრდის ფაზაში გადადის. მზარდი მთვარის დროს მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. დიდია ტრანსპორტის ავარიების ალბათობა, რაც იმ საკითხებს შორისაა, რომლებიც შეიძლება მოხდეს ბანალური დაუდევრობის ან უაზრობის გამო. ამ პერიოდში საფრთხე შეიძლება დაკავშირებული იყოს წყალთან ან მოწამვლასთან.

 

ვერძი

დროა გააანალიზოთ საკუთარი შეცდომები და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ მომავალში. კარგი იქნება, თუ ძველ გეგმებს გაიხსენებთ, რომლებიც რატომღაც განუხორციელებელი დარჩა. დიდი შანსია ამჯერად წარმატებას მაღწიოთ. ახლა შეიძლება დაგეგმოთ შვებულება და დაჯავშნოთ ბილეთები. ხანდაზმული ახლობლები პრობლემებს შეგიქმნიან: მათ განსაკუთრებული მოვლა დასჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 5.

 

კურო

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია კომუნიკაციისთვის, ნებისმიერი სერიოზული საკითხის განხილვისთვის. სამსახურში შანსი მოგეცემათ, სწრაფად დაასრულოთ საქმეები, რომლებსაც სხვა დროს შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. პირად ცხოვრებაში რთული არჩევანის გაკეთება მოგიწევთ: წასვლა ან დარჩენა. მოუსმინეთ თქვენს გულს და არა მეგობრებს, მაშინ არ შეცდებით. ვალები, რომელთა დაფარვაც ამ პერიოდში შეგიძლიათ, თქვენს ბიუჯეტზე არ იმოქმედებს, ამიტომ უმჯობესია ამის გაკეთება ახლა, მით უმეტეს, რომ ფინანსები ამის საშუალებას გაძლევთ.

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ტყუპი

ეს კვირა ემოციურ სტაბილურობას ნამდვილად ვერ მოგიტანთ. განწყობა ყოველ საათში თუ არა, ყოველდღე მაინც შეგეცვლებათ. ამ რთული პერიოდის შედარებით უმტკივნეულოდ გადატანაში ნებისმიერი შემოქმედებითი აქტივობა დაგეხმარებათ. უმჯობესია იმოქმედოთ ნაცნობი, აპრობირებული მეთოდებით, სასურველ შედეგს ასე უფრო ადვილად მიაღწევთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ. ნუ უგულებელყოფთ საეჭვო სიმპტომებს, გაიკეთეთ ანალიზები და დროულად მიხედეთ თავს!

სასიკეთო დღეები: 1, 2.

არასასიკეთო დღე: 29.

 

კირჩხიბი

დაუვიწყარი პერიოდი გელით! გექნებათ ბევრი სასიამოვნო შეხვედრა, საინტერესო ღონისძიებებზე მიგიწვევენ და თქვენი განწყობაც, შესაბამისად, საუკეთესო იქნება. არ გამოტოვოთ ეს ღონისძიებები! თავიდან სარისკოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ ამჯერად შეგიძლიათ გარისკოთ. კომფორტი – როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ამ დროს.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

 

ლომი

ეს პერიოდი არასტაბილურია: დღეს შეიძლება მიიღოთ ჯილდო, ხვალ კი რაღაცით იმედგაცრუებული დარჩეთ. მიიღეთ ყველაფერი მადლიერებით, მაშინ ადვილად გადალახავთ ამ კვირის სირთულეებს. განსაკუთრებით გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება: მისი წყალობით შეცდომებს არ დაუშვებთ, პრობლემების გადაჭრას სწრაფად გაუმკლავდებით. ახლა შეგიძლიათ ქველმოქმედებით დაკავდეთ. სხვათა შორის, კვირის ბოლოს მატერიალურ ჯილდოს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 5.

 

ქალწული

სიმშვიდე, კონცენტრაცია და სერიოზულობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. სწორედ ეს თვისებები მოგცემთ შანსს, სწრაფად მიაღწიოთ წარმატებას, დაძლიოთ წარმოქმნილი სირთულეები. ფრთხილად შეარჩიეთ ის ადამიანები, რომლებსაც ამ პერიოდში დაუკავშირდებით. ახლა ნებისმიერს შეუძლია თქვენზე გავლენა მოახდინოს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას შეეცადეთ იყოთ უფრო რბილი, კეთილგანწყობილი. სიამაყე და ამპარტავნება ახლა უსარგებლოა. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და კარგად დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

 

სასწორი

ამ კვირაში თქვენთვის უპირველესი სამუშაოა. ეს ცუდი არ არის – კარიერულ კიბეზე ასვლას შეძლებთ, რადგან პოზიტიური ტენდენციები ძლიერია და  წარმატებას მიაღწევთ, ოღონდ ოჯახი არ დაივიწყოთ, რადგან შესაძლოა მეუღლე გაგიბრაზდეთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს, განსაკუთრებით კოლეგებთან საუბრისას. ბევრს ნუ მოუყვებით მათ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ.

სასიკეთო დღეები: 3, 5.

არასასიკეთო დღე: 1.

 

მორიელი

კვირის დასაწყისი სიახლეების დროა. ამ პერიოდში შეგიძლიათ დაიწყოთ რაიმე ახალი,  განიხილოთ ბევრი საკითხი, ისაუბროთ მნიშვნელოვან თემებზე.  ახლა კარგია ახალი მეგობრების შეძენა. უარი არ თქვათ არცერთ მიწვევაზე, რომელსაც მიიღებთ. მეტი დრო გაატარეთ აქტიურ და მიზანდასახულ ადამიანებთან: მათი ენერგია თქვენც გადმოგეცემათ. მოულოდნელი შეხვედრა გელით, მზად იყავით!

სასიკეთო დღეები: 1, 3.

არასასიკეთო დღე: 30.

 

მშვილდოსანი

უახლოეს დღეებში ბევრი წვრილმანი საქმე გექნებათ. ისინი რთული არ იქნება, მაგრამ მაინც ინერვიულებთ. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით გზაზე. ახლა მნიშვნელოვანია კარგი საქმეების კეთება, ქველმოქმედება. რასაც გააკეთებთ, უკან სრულად დაგიბრუნდებათ!  ყველა დააფასებს თქვენს მხარდაჭერას საინტერესო იდეების განხორციელებისას. ამ კვირაში განსაკუთრებით მშობლებს ნუ მოაკლებთ ყურადღებას.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 4.

 

თხის რქა

ამ კვირაში შანსი გექნებათ, რომ გარშემო მყოფებს დაეხმაროთ. გამოიყენებთ თუ არა ამ შანსს, ეს თქვენზეა დამოკიდებული. დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები. დიდია ალბათობა, რომ ყველაფერი წარმატებით განახორციელოთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. ახლა ფულთან დაკავშირებით საქმე რთულად გექნებათ და „ქამრის მოჭერა“ მოგიწევთ. არ ინერვიულოთ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შეამცირეთ ხარჯები და თანხა დაზოგეთ – ახლა ასეა საჭირო.

სასიკეთო დღეები: 29, 2.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მერწყული

სწორედ ახლა ღირს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ რჩევებს, რომლებსაც კარგად ნაცნობი ადამიანები გაძლევენ. გარკვეული შემთხვევების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას მოთმინება დასჭირდება. გაუჭირდებათ იმ მერწყულებს, რომლებსაც შაკიკი ან კუჭის ტკივილი აწუხებთ. მედიკამენტების გარეშე ფონს ვერ გახვალთ. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო სუფთა ჰაერზე –  თავს უკეთესად იგრძნობთ!

სასიკეთო დღეები: 2, 4.

არასასიკეთო დღე: 1.

 

თევზები

მოგიწევთ საოჯახო საქმეებს დიდი დრო დაუთმოთ. მაგრამ კვირის ბოლოს საკუთარი წარმატებებით გაიხარებთ. ფრთხილად იყავით ადამიანებთან, რომლებიც დახმარებას შემოგთავაზებენ, შესაძლოა ისინი ამას გულწრფელად არ აკეთებენ. ფულს ნუ ისესხებთ: ვალს მალე ვერ დააბრუნებთ. შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 30, 3.

არასასიკეთო დღე: 4.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close