გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელის შვილთაშვილმა, გიორგი რომანოვმა სანკტ-პეტერბურგში იტალიელ ქალბატონზე დაიწერა ჯვარი
რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი, თავად გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ–მუხრანელის შვილთაშვილი დედის მხრიდან გიორგი მიხეილის ძე რომანოვი იტალიელ რებეკა ბეტარინიზე (მართლმადიდებლობაში ვიქტორია რომანის ასული) დაქორწინდა. ჯვრისწერა სანკტ-პეტერბურგში გაიმართა, იუწყება РИА Новости.
ახალდაქორწინებულებს ტაძრიდან გამოსვლისას საპატიო ყარაული და უამრავი მაყურებელი შეეგება. წყვილმა ყველას მადლობა გადაუხადა ასეთი თბილი დახვედრისთვის.
ამის შემდეგ წყვილი პეტრე-პავლეს ტაძარში წავიდა, სადაც რომანოვის წინაპრების საფლავები ყვავილებით შეამკო.
გიორგი რომანოვების შთამომავალია დედის მხრიდან.იგი დაიბადა ესპანეთის დედაქალაქში და ისტორიულ სამშობლოს პირველად 1992 წელს ეწვია. ბოლო ხუთი წელია ბევრ დროს ატარებს ქვეყანაში. ცხოვრობს მოსკოვში. გიორგი რომანოვის ძირითადი საქმიანობაა მის მიერ შექმნილი ფონდების განვითარება. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტში.
რებეკა ბეტარინი იტალიელია, დაიბადა დიპლომატის ოჯახში. ბავშვობა საფრანგეთში გაატარა, შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა. რუსეთს და, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგს პირველად 2009 წელს ეწვია მამასთან ერთად. მართლმადიდებლობა ამავე ქალაქში 2020 წელს მიიღო.
კომენტარები