ტექნოლოგიები
IPHONE-ი დეპრესიის დიაგნოსტირებას „ისწავლის“
IPhone-ის მწარმოებელი კომპანია Apple გეგმავს შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებში დეპრესიას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოავლენს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
როგორც გამოცემა წერს, Apple-ი ამ საკითხზე კალიფორნიის უნივერსიტეტთან და ფარმაცევტულ კომპანია Biogen-თან თანამშრომლობს.
ახალი პროექტის კვლევის ფარგლებში, რომლმაც სტარტი 2020 წელს აიღო, კომპანიის სპეციალისტებმა IPhone-ს და Apple Watch-ის დახმარებით მონაცემები 150 მოხალისის შესახებ შეაგროვეს. 2021 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს, კვლევაში კიდევ 3000-მდე მოხალისე ჩართოს.
მომავალი პროექტი ფარმაცევტულ კომპანია Biogen-ს უკავშირდება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
imedinews.ge
კომენტარები