იტალიაში ავტომანქანების მძღოლების დოკუმენტებს დისტანციურად შეამოწმებენ
მილანში აპირებენ „ჭკვიანი“ კამერების გამოყენებას, რომლებიც ავტომატურად შეამოწმებენ მძღოლის მართვის მოწმობას, საავტომობილო საშუალების რეგისტრაციას და დაზღვევას.
ამ მოწყობილობებს საპატრულო მანქანების სახურავზე დაამონტაჟებენ. ისინი დაიწყებენ გამვლელი მანქანების სკანირებას და განსაზღვრავენ, წესრიგშია თუ არა ავტომობილის მძღოლის საბუთები.
სისტემა ინფორმაციას სახელმწიფო ნომრების მიხედით გააანალიზებს, წამის რაღაც ნაწილში შეძლებს მონაცემების მოპოვებას სხვადასხვა ბაზაში. თუ პროგრამა დარღვევას აღმოაჩენს, ავტომატურად გადასცემს მონაცემებს პოლიციას.
ავტომოყვარულებს, რომელთაც საბუთები წესრიგში არ აქვთ, დიდი ჯარიმები ემუქრებათ. მაგ., დაზღვევის არარსებობის შემთხვევაში ჯარიმის სახით 866 ევროს გადახდა მოუწევთ.
მილანში უკვე განათავსეს „ჭკვიანი“ შუქნიშნები, რომლებიც ავტომატურად აჯარიმებენ მძღოლებს, რომლებიც წითელზე გაივლიან.
ამ ახალი სისტემების მეშვეობით მილანში სურთ მიუახლოვდნენ ევროკავშირის პროგრამა European Vision Zero-ს შესრულებას, რომლის მიზანია ევროპის გზებზე 2030 წლისთვის მსხვერპლთა 0-მდე შემცირება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები