იტალიაში 2021 წლის ზაფხულში 2,5-ჯერ მეტი ტყის ხანძარი გაჩნდა, ვიდრე წინა წელს. ამის შესახებ ეროვნულ ბიზნესასოციაცია Coldiretti-ში განაცხადეს.
ექსპერტებმა ტყის ხანძრებისგან ეკონომიკისთვის (და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისთვის) მიყენებული ზარალი 1 მილიარდ ევროდ შეაფასეს.
არასასურველი ამინდი (მათ შორის, სიცხე) ხანძრების გაჩენის ერთადერთი მიზეზი არ არის, ბევრ შემთხვევაში ხანძრის გაჩენა უპასუხისმგებლო „პირომანების“ ბრალია, აღნიშნავენ Coldiretti-ში.
ნინო ხოშტარია
კომენტარები