საზოგადოება

საქართველოში ბოლო 48 საათში ექვსი მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით ერთსა და იმავე ადგილზე ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მეექვსედ დაფიქსირდა, ხოლო ბოლო ორ თვეში ეს მე-11 ასეთი შემთხვევაა.

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა 8 ივლისს 23:22 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

ბიძგების სიძლიერემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

მანამდე, 8 ივლისს, დღის განმავლობაში საქართველოში კიდევ სამი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ყველა შემთხვევაში დმანისის სიახლოვეს იყო.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისძვრები ხშირი მოვლენა გახდა – მიწისძვრა დაფიქსირდა, აგრეთვე, 1-ელ ივლისს და გასულ თვეშიც, კერძოდ, 6, 15, 18 და 25 ივნისს.

არის თუ არა სოფელი სამება სეისმურად საშიში ზონა და უნდა ველოდოთ თუ არა კვლავ მიწისძვრას – ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ სეისმოლოგ თეა გოდოლაძეს ესაუბრა.

„ჯავახეთი საქართველოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა, სადაც ვულკანურ სეისმურობასთან ერთად ტექტონიკური სეისმურობაც არის. აქედან გამომდინარე, იქ ყოველთვის ხდებოდა და მოხდება მიწისძვრები. ეს იყო ჩვეულებრივი ბომბი, ძალიან კარგია, რომ 6 მსუბუქი მიწისძვრის ხარჯზე გამოთავისუფლდა დაგროვილი ენერგია.

დღეს შეუძლებელი ამოცანაა, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, მოხდება თუ არა ისევ მიწისძვრა, თუმცა, რადგან ეს სეისმურად აქტიური ზონაა, რა თქმა, უნდა მოსალოდნელია“, – ამბობს თეა გოდოლაძე.

საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა – 7-ბალიანი მაგნიტუდის – 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close