ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 21-27 ივნისი

21-იდან 23 ივნისის ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ ახლა უნდა მიიღოთ. განსაკუთრებით ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ოჯახურ ურთიერთობებსა და სამუშაო საკითხებთან არის დაკავშირებული. ამ სფეროებში არ შეცდებით!

24 ივნისს სავსე მთვარეა. არანაირი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები და ემოციური გამოხტომები! შეაჩერეთ საკუთარი თავი, ცხელ გულზე რაიმეს გაკეთებას ნუ გადაწყვეტთ. ასეთი ნაბიჯები სიკეთეს არავის მოუტანს.

25-იდან 27 ივნისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეთ, დაიწყეთ სახლის საფუძვლიანი დალაგება, რემონტი… ამ პერიოდის განმავლობაში მთელი ენერგია უნდა ჩადოთ სახლში და ოჯახში. და ეს ყველაფერი უმჯობესია თავად გააკეთოთ, დამხმარეების გარეშე.

 

ვერძი

ამ კვირაში,ზოგადად, ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ თქვენმა უყურადღებობამ და გულმავიწყობამ შეიძლება მცირე გაუგებრობები გამოიწვიოს, ამიტომ, მეხსიერებას ნუ დაეყრდნობით – ჩაიწერეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრის თარიღი და დრო, წინასწარ შეადგინეთ სია, რის ყიდვასაც აპირებთ. შესაძლებელი იქნება ძველი კავშირების აღდგენა. ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი პირად ურთიერთობებში დიდ ცვლილებებს უნდა ელოდოს.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

თქვენს ცხოვრებაში ავტორიტეტული პიროვნება გამოჩნდება, რომლის აზრის მოსმენაც ნამდვილად ღირს! შეიძლება სამსახურში დაწინაურდეთ. ეს აუცილებლად აღნიშნეთ! ამ კვირაში ბევრი საინტერესო შეხვედრა გელით, მაგრამ სასიყვარულო სფეროში შეიძლება გაუგებრობები მოხდეს. ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ ადრე დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 27.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეიძლება ზომიერების დაცვა გაგიჭირდეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საკვებს ეხება. აკონტროლეთ თქვენი კვების პროცესი. დიდი რისკია უსიამოვნო შედეგამდე მიხვიდეთ. იგივე ტენდენციები შეინიშნება საყიდლებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში. კვირის ბოლოს სასიამოვნო მოგზაურობა გელოდებათ. მოიფიქრეთ, როგორ გაატაროთ დრო რაც შეიძლება კარგად და თქვენთვის სასარგებლოდ.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 21.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში მოსალოდნელია რამდენიმე საქმიანი შეხვედრა. სანამ რაიმეზე დათანხმდებით, ფხიზლად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაუყოვნებლივ შეძლოთ დიდი წარმატების მიღწევა, მაგრამ დადებით შედეგს ყველა დაინახავს. საყოფაცხოვრებო პრობლემებს თავიდან ვერ აიცილებთ. ახლობლები სულ  რაღაცით უკმაყოფილონი იქნებიან. მოითმინეთ, მალე ყველაფერი მოგვარდება!

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ლომი

თქვენს მუშაობასთან დაკავშირებით ახლა ბევრი პრეტენზია გაჩნდება. ნუ იკამათებთ, არამედ გამოასწორეთ შეცდომები და შეეცადეთ რაც შეიძლება პროდუქტიული გახადოთ კვირის პირველი დღეები. ნუ განიკითხავთ მკაცრად თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს: ისინი ახლა განსაკუთრებით დაუცველები არიან. გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო ბუნებაში. ეს აუცილებელია როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე კარგი განწყობისთვის.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

 

ქალწული

ეს კვირა შესანიშნავი ამბებითაა სავსე. სავარაუდოა საინტერესო წინადადებები მიიღოთ – ბედი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ, თუმცა მზად იყავით უსიამოვნო კომუნიკაციისთვისაც. ვარსკვლავები გირჩევენ მცირეხნიანი შვებულება აიღოთ, მინიმუმ 2-3 დღე, რათა ძალები აღიდგინოთ. უბრალოდ, უმჯობესია ახლა მარტომ დაისვენოთ, სასურველია საყვარელი შვილებისა და ქმრის გარეშეც კი.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 26.

 

სასწორი

ამ კვირაში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართება. მეგობრებთან შეხვედრა არის უმთავრესი, რაც ახლა  დაგეხმარებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი გარკვეულწილად გართულდება. შეიძლება ჯანმრთელობამ გიღალატოთ, სამსახურში პრობლემები შეგექმნათ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგირთულდეთ. არ ინერვიულოთ, აკონტროლეთ სიტუაცია და ძლიერი იყავით, რომ ეს ყველაფერი გადალახოთ!

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ ახალ ამბებს. ამ ხნის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია მოგვიანებით გამოგადგებათ, ამიტომ შეეცადეთ არაფერი დაივიწყოთ. კვირის შუა რიცხვებში შესაძლებელია მოულოდნელი მოგება. დიდი იქნება ფულის გაფლანგვის მცდელობა, მაგრამ არ შეცდეთ! გადადეთ თანხა უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მშვილდოსანი

არ დაშორდეთ გუნდს და მის უშუალო საჭიროებებზე იზრუნეთ. უახლოეს მომავალში მშვიდობისმყოფელის როლს შეასრულებთ. ერთი, მაგრამ ზუსტად შერჩეული სიტყვით შეძლებთ თანამშრომლებს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის მოგვარებას და სამუშაო ატმოსფეროს ნორმალიზებას. კვირის ბოლოს მოსალოდნელია ფულადი მოგება.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თხის რქა

რთული დღეები გველით ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ურთიერთობებსა და სხვადასხვა შეთანხმებასთან. სირთულეებს ყველაზე მეტად საქმიანი პარტნიორებისა და ახლობლებისგან უნდა ელოდოთ. ვარსკვლავები მოთმინებას გირჩევენ. სერიოზულად მოეკიდეთ ყველაფერს და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

მერწყული

ვარსკვლავები ამ კვირაში სამომავლო გეგმების დასახვას არ გირჩევენ. ახლა ამის დრო არ არის. მაგრამ შეგიძლიათ განახორციელოთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. ადრე დაგეგმილი მოგზაურობები წარმატებას გპირდებათ. თქვენს კამპანიაში მეგობრებიც ჩართეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

 

თევზები

კარგია, თუ შვებულებას აიღებთ მინიმუმ ერთი კვირით. თუ შეუძლებელია, მინიმუმამდე შეამცირეთ თქვენი დატვირთვა, შეგნებულად განერიდეთ არაპროდუქტიულ და უსიამოვნო კომუნიკაციას. მხოლოდ პოზიტიურ ადამიანებთან იკონტაქტეთ, აღივსეთ ოპტიმიზმით და ცუდზე არაფერზე იფიქროთ. ეს საშუალებას მოგცემთ, მშვიდობიანად დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები, იპოვოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 21.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close