fbpx
კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა სამტრედიაში – რატომ ესროლეს 10 ტყვია 32 წლის მამაკაცს

კრიმინალური გარჩევა სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა.

იმერეთის ქუჩაზე მცხოვრებლებმა გვიან ღამით ათამდე გასროლის ხმა გაიგონეს, შენიშნეს სასწრაფო დახმარების მანქანები და დაჭრილები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

გარჩევაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, კონფლიქტის მოტივი უცნობია. იმისთვის, რომ შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყოლოდა, კრიმინალური გარჩევის მონაწილეები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში შეიკრიბნენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა, სავარაუდოდ, წარსულში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება. მოკლული ახალგაზრდა 32 წლის გრიგოლ ხონელიძეა, ის წარსულში ნასამართლევია.

სისხლიანი გარჩევის შემდეგ გრიგოლ ხონელიძესთან ერთად, კლინიკაში კიდევ ერთ დაჭრილი გადაიყვანეს.

rustavi2.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close