საზოგადოებასაქართველო

„მთები ერთმანეთს ჰაერში შეასკდნენ“ – რაჭის მიწისძვრიდან 30 წლის შემდეგ

1991 წლის 29 აპრილს, 13:13 საათზე, საქართველო ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია. ეპიცენტრი რაჭაიმერეთშითოფარა-საბვის ქედის აღმოსავლეთით მდებარეობდა, მაგნიტუდა – 7. შედარებისთვისსპიტაკის მიწისძვრა, რომლის პირველივე ტალღაზე 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 6.9 მაგნიტუდის იყო.

ეს იყო უჩვეულოდ მძლავრი მიწისძვრაუჩვეულოდ ცოტა მსხვერპლით“, – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი, თუმცა ცოტა ამ შემთხვევაში მიწისძვრის მასშტაბთან შედარებით არის ნათქვამი. რეალურად, 29 აპრილის მიწისძვრისა და შემდეგ გამეორებული ბიძგების შედეგად, რომლებიც ამ მიწისძვრას ათასობით მოჰყვა, დაღუპულთა რაოდენობა 250 ადამიანამდე ავიდა.

მიწისძვრის შედეგად დანგრეული წმინდა ნინოს ეკლესია საჩხერეში

„სახლი დაწვა და ადგა

ამბროლაურის მკვიდრი ნაზი ბიჭიკაშვილი იმ დღეს სამსახურში თათბირზე იყო – საქალაქო საბჭოს აღმასკომში ახალი უფროსი დანიშნეს. იშვიათად კარგი, მზიანი ამინდი იდგა. იმ დღეს თითქოს არც არაფერი უნდა მომხდარიყო ახალ უფროსზე მნიშვნელოვანი, მაგრამ უცებ ძველი შენობის კედლებმა ზანზარი დაიწყეს.

კიბეებზე ხალხი ერთმანეთს ასწრებდაბაღში მყავდა ბიჭი და იქითკენ გავიქეციმასწავლებლებს უკვე გარეთ გამოეყვანათ ბავშვებიეზოში იდგნენ და ყველანი ერთად ბღაოდნენკიბეები ისე ზანზარებდა, ფეხს ვერ ვადგამდი, მართლა გეუბნებითსახლი დაწვა და ადგა. მეზობლების სახლებს ფანჯრები ჩაემსხვრათ, ნაპრალები ჰქონდა ისეთი, ადამიანი შიგ ჩვეულებრივად გაივლიდახალხი საშინელ პანიკაში იყოვინ საით გარბოდა, თვითონ არ იცოდნენმეც მერე ისევ სამსახურში გავიქეცი. გზაში ვიფიქრერაღა მინდა სამსახურშიმეთქი“.

მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე კვირა ხალხი ეზოებსა და კარვებში ცხოვრობდა. მოგვიანებით ნაზი ბიჭიკაშვილმა სამსახური – აღმასკომი – თავის ავტოფარეხში გახსნა, რადგან ძველი შენობა ნანგრევებად იყო ქცეული.

ჩემი მამამთილი არ გამოდიოდა სახლიდანსულელები ხართოდაწვა და დაიძინა პირველ სართულზებავშვი შინ ვერ შემოვიყვანეეშინოდაჩემი მული საწოლის ქვეშ შეძვრა და იქ იჯდაგზაზე მანქანები არ გაჩერებულატელეფონები არ მუშაობდა და ყველა აქეთკენ წამოვიდა – ზოგი სახლის, ზოგი ახლობლების სანახავად“.

ხახიეთი – 15 წამში გამქრალი სოფელი

29 აპრილის შემდეგ აღარ არსებობს საჩხერის რაიონის სოფელი ხახიეთი, რომელიც ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული. მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა უზარმაზარმა მეწყერმა ოცკომლიანი დასახლება მთლიანად დაფარა. დაიღუპა ყველა, ვინც კი იმ დროს სახლში იყო. რამდენიმე გადარჩენილს, მათ შორის სკოლიდან მობრუნებულ ორიოდე მოსწავლეს, სოფლის ნაცვლად ადგილზე მხოლოდ მიწა და ქვა-ღორღი დახვდა.

გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს, რომელიც ამ ტერიტორიას სწავლობდა, კვლევისას ჩაწერილი აქვს ერთ-ერთი ადგილობრივის, ხაჯუმარ გაგიევის, მონათხრობი. მიწისძვრის შედეგად თავად ხაჯუმარ გაგიევმაც მეუღლე და 18 წლის ვაჟი დაკარგა.

მეზობელ სოფელში ვიყავი და იქიდან ვბრუნდებოდისოფელს რომ მივუახლოვდიაი, იქ [მთისძირზერაღაც უეცარმა ტალღამ დამარტყა და უმალ გაისმა კიდეც საშინელი გუგუნისიზმარში მეგონა თავიმერე დავინახერომ შავი მთარომელიცაიიმ ადგილას იყო [ჩრდილოდასავლეთისკენ], ჰაერში აიჭრა. მოპირდაპირე მხრიდან [ჩრდილოაღმოსავლეთისკენ] კუდევის მთა წამოიმართა, ერთმანეთს ჰაერში შეასკდნენ და ხეობაში, სადაც სოფელი იყო, ისეთი ზათქით ჩაიშალნენრომ მიწისძვრამ მეც ჰაერში ამაგდოღმერთოსიზმარი იყო ნამდვილად“.

მაშინდელმა პრესამ შემოინახა ბაგრატ ბერიძის მოგონებაც:

უეცრად საშინელი ხმა ნგრევისაფეთქებისშევხედე მთა მთლიანად წამოვიდამიწა თითქოს წყლად იქცაწყლად კი არაუზარმაზარშავ ტალღებადწალეკა და ჩაიხვია სოფელიბავშვებიქალები, სახლები, ბაღებიშინაური ცხოველიყველაფერი ერთმანეთში აირია და ქვემოთ ჩამოწვა. ერთბაშად, ერთი თვალის დახამხამებაში გაქრა ოცკომლიანი სოფელი“ („საქართველოს რესპუბლიკა“, მაისი, 1991წ).

სოფელი ხახიეთი მდინარე ყვირილას მარჯვენა შენაკადის, ხახიეთისწყლის ხეობაში, თედელეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. მას შემდეგ, რაც მეწყერი ჩამოწვა, მდინარის დონემ აქ 20 მეტრით მაღლა აიწია.

გიორგი დვალაშვილის თქმით, ამ ტერიტორიის ტოპონიმებიდანაც ჩანს, რომ ის შუა საუკუნეებშიც სეისმურად აქტიური ზონა იყო.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close