მედიცინა

ევროკავშირმა ASTRAZENECA-ს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

ევროკომისია ფარმაცევტულ კონცერნს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით 2020 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების შეუსრულებლობას ედავება

ევროკავშირმა იურიდიული პროცედურა დაიწყო შვედურ-ბრიტანული კონცერნის, AstraZeneca-ს წინააღმდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ძლიერი შეფერხებებით მიწოდების გამო. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დე კეერსმაკერმა 26 აპრილს განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა პროცედურა დაიწყო ბელგიის ერთ-ერთ სასამართლოში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის სახელით. 

ევროკავშირი AstraZeneca-ს COVID-19-ის ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება, – განმარტა ევროკომისიის წარმომადგენელმა და, კერძოდ, აღნიშნა, რომ კომპანიამ არ შეიმუშავა საიმედო სტრატეგია პრეპარატების დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად. ბრიუსელის მიზანია, ვაქცინის სწრაფ მიწოდებას მიაღწიოს, – განაცხადა კეერსმაკერმა.

უფრო ადრე ევროკავშირმა „ასტრაზენეკასთან“ სამედიატორო განხილვის პროცედურა წამოიწყო, ბელგიის სასამართლოში იურიდიული პროცედურა კი მომდევნო ნაბიჯია.

2020 წლის აგვისტოში ევროკავშირი და AstraZeneca შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი მთლიანობაში 300 მლნ დოზა ვაქცინას მიიღებდა. ბოლო თვეებში კონცერნმა ძლიერ შეამცირა ვაქცინის მიწოდება ევროკავშირისთვის, მაგ., 2021 წლის პირველ კვარტალში 120 მლნ დოზის ნაცვლად მხოლოდ 30 მლნ დოზა მიაწოდა, მეორე კვარტალში კი 70 მლნ დოზის მიწოდება იგეგემება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close