მედიცინა

შეცვლის თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანის გენეტიკურ კოდს? – პროფესიონალების განმარტება

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ​კორონავირუსს სამ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 140 მილიონს მიაღწია. 

ამის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი მაინც ამბობს, რომ კოვიდის საწილააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს. მიზეზი კი მსოფლიოში გავრცელებული მითებია, თითქოს ვაქცინაცია ადამიანის გენეტიკურ კოდს ცვლის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტავს, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის ორგანიზმში ვაქცინა მოხვდება:

„COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ვერ შეცვლის ჩვენს დნმ-ს.

პირველი ვაქცინები, რომლებიც დამტკიცდა გადაუდებელი გამოყენებისათვის, შეიცავს საინფორმაციო რნმ-ს (მესენჯერ რნმ-ს – mRNA) იგი უჯრედებს აძლევს ინსტრუქციას, შექმნას სპაიკცილა, რომელიც COVID-19-ის ვირუსის ზედაპირზეც გვხვდება. როდესაც იმუნური სისტემა ამოიცნობს სპაიკცილას, იწყება იმუნური რეაქცია და გამომუშავდება ანტისხეულები.

ეს პროცესი ასწავლის ადამიანის იმუნურ სისტემას, როგორ დაიცვას თავი ინფექციისგან მომავალში.

მ-რნმ (mRNA) არ შედის უჯრედის ბირთვში, სადაც ინახება ჩვენი დნმ (გენეტიკური მასალა). მ-რნმ ორგანიზმიდან გამოიდევნება, როგორც კი თავის ფუნქციას შეასრულებს“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რამდენი ვაქცინა არსებობს ამ დროისთვის და რა განსხვავებაა მათ შორის?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close