WhatsApp-ის ძველი ვერსიის მომხმარებლები 15 მაისიდან შეზღუდული ფუნქციებით ისარგებლებენ
WhatsApp-ის მომხმარებლები, რომლებიც აპლიკაციის განახლებულ ვერსიას არ გამოიყენებენ, 15 მაისიდან მესენჯერის შეზღუდული ფუნქციებით ისარგებლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია WhatsApp-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„15 მაისიდან თუ WhatsApp-ის განახლებულ ვერსიით არ ისარგებლებთ, თქვენი ანგარიში არ გაუქმდება, თუმცა ქსელში შეზღუდული სერვისით ისარგებლებთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კატეგორიის მომხმარებლებს, რომლებიც WhatsApp-ის განახლებული ვერსიით არ ისარგებლებენ, ინფორმაციის გაგზავნისა და წაკითხვის ფუნქცია შეეზღუდებათ და მხოლოდ ზარების და შეტყობინების მიღებას შეძლებენ.
WhatsApp-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ კომპანია მზად არის, დაეხმაროს ყველა მომხმარებელს ახალი ვერსიის როგორც ჩამოტვირთვა/განახლებაში, ისე მის წაშლაში.
bm.ge
კომენტარები