მიგრაციასაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

გამოცდები საბერძნეთის მოქალაქეობის კანდიდატებისთვის – საგამოცდო საკითხების სწორი პასუხები გამოქვეყნდა

როგორც ცნობილია, 16 მაისს ჩატარდება პირველი ეროვნული წერითი გამოცდა ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის. გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, ე. წ. პარავოლო, 150 ევროს ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 აპრილი. ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია შენდეგ ლინკზე გადასვლით: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/aitiseis/#login

სამწუხაროდ, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის კომპეტენციაშიც შედის მოქალაქეობის საკითხები, მნიშვნელოვანი დაგვიანებით გამოაქვეყნა საგამოცდო საკითხები და თანაც სწორი პასუხების გარეშე. გამოცდამდე ერთი თვით ადრე აღნიშნული ვითარება, როგორც იქნა, გამოსწორდა და ამიერიდან კანდიდატებს შეუძლიათ სამინისტროს საიტზე ნახონ სწორი პასუხები. ცხადია, მათ შეუძლიათ ჩამოტვირთონ და დაბეჭდონ როგორც კითხვები, ისე პასუხებიც. ამისათვის გადადით ლინკზე: https://exetaseis-ithageneia.ypes.gr/#topics

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close