მსოფლიოსაზოგადოება
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ გამოცემა „ჰარპერ ბაზარი“ წერს, რომელმაც ახალი ამბის გავრცელების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.
გამოცემა წყვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც კარგად ჩანს მეგან მარკლის მომრგვალებული მუცელი. მეუღლეები სანტა-ბარბარას სახლის ეზოში პოზირებენ და ძალიან ბედნიერები არიან.
ფოტოების ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი მისან ჰარიმანია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლიმ ინტერვიუში აღიარა, რომ ზაფხულში მას მუცელი მოეშალა. მეორე ბავშვის სქესი ჯერ ცნობილი არაა.
მათი პირველი ვაჟი, არჩი, 2019 წლის 6 მაისს დაიბადა.
fortuna.ge
კომენტარები