ოპტიმიზმი! – PANETONE-მა 2021 წლის მთავარი ფერები დაასახელა
PANTONE-მა 2021 წლის მთავარი ფერი დაასახელა, უფრო სწორად, ფერები – ამჯერად მან ორი ფერი აირჩია: Illuminating და Ultimate Gray (მანათობელი და აბსოლუტური ნაცრისფერი).
PANTONE-მა ყვითლის და ნაცრისფრის შეხამება დაახასიათა, როგორც „შთამაგონებელი და იმედისმომცემი“. ის ყვითელ ელფერს „გამათბობელს და ოპტიმისტურს“ უწოდებს, ხოლო ნაცრისფერს – „პრაქტიკულს და მტკიცეს“. Pantone-ის აზრით, ეს შეხამება ყველაზე უკეთ გამოხატავს 2021 წლის განწყობას და ხაზს უსვამს, როგორ შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული ელემენტები გაერთიანდნენ, რათა ერთმანეთს მხარი დაუჭირონ.
Pantone-ის საიტის თანახმად, 2021 იქნება პირველი წელი 20 წლის მანძილზე, როდესაც ერთბაშად ორი ფერი შეარჩიეს.
2020 წლის ფერი „კლასიკური ლურჯი“ იყო.
კომპანია Pantone თითქმის 60 წელია არსებობს (დაარსდა 1962 წელს ნიუ-იორკში, აშშ) და ფერების საკითხში ავტორიტეტად მიიჩნევა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები