კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23-29 ნოემბერი
23-29 ნოემბერს მზარდი მთვარეა (30 ნოემბერს იქნება სავსემთვარეობა).
23 ნოემბერი ჰარმონიულად ჩაივლის, ყველა წამოწყებული საქმე წინ წაიწევს საბოლოო მიზნისკენ, ადვილად შეძლებთ ჩანაფიქრის შესრულებას. შესაძლოა მცირედი პრობლემებიც შეიქმნას, მაგრამ ისე მოგვარდება ყველაფერი, ვერც კი შეამჩნევთ.
24 ნოემბერს ყველა ექსპერიმენტი გარეგნობასთან დაკავშირებით წარმატებული იქნება, თუმცა გახსოვდეთ, რომ ზომიერება ყველაფერში საჭიროა და მეტისმეტი არ მოგივიდეთ. შეგიძლიათ რჩევა ჰკითხოთ ახლობელ ადამიანს, რომლის გემოვნებასაც ენდობით.
25 ნოემბერს წარმატებული იქნება ყველა ფინანსური ოპერაცია და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებული გარიგებები.
26 ნოემბერს შესაძლებელია მარტოობის განცდამ იმძლავროს. მხოლოდ ნამდვილი მეგობრები გამოგიწვდიან დახმარების ხელს და მათი მეშვეობით შეძლებთ დეპრესიის დაძლევას.
27 ნოემბერს ეცადეთ სათანადოდ დააფასოთ, რაც გაქვთ და თქვენი სიტუაცია სხვებისას არ შეადაროთ. შეგიძლიათ საკუთარი თავი სასიამოვნო შენაძენებით გაანებივროთ – არ არის აუცილებელი, მარტო აგროვოთ ფული, ხანდახან უნდა დახარჯოთ კიდეც თქვენი სიამოვნებისთვის.
28 ნოემბერს, შეიძლება ითქვას, ბედნიერი დღეა, სასიკეთო ყოველგვარი წამოწყებისთვის. თუ დიდი ხანია რაიმეს დაწყება გინდათ და ვერ ბედავთ, ეს დღე ყველაზე შესაფერისი დროა ამისთვის.
29 ნოემბერს კარგი დღეა გართობისთვის, რომანტიკა და სასიყვარულო განცდები პირველ რიგში გადმოდის, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ. თუ ჯერ არ გყავთ რჩეული, ამ დღეს მთვარე სწორ მიმართულებას გიჩვენებთ და, დიდი ალბათობით, შეძლებთ თქვენი ცხოვრების მეგზური იპოვოთ.
პლანეტების პოზიცია წარმატებებს გპირდებათ ნებისმიერ საქმეში, ეს საუკეთესო დროა სერიოზული ცვლილებებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. კვირის დასაწყისში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა სამუშაო პროცესები შეასრულოთ, მაგრამ ყოველი მომდევნო დღე ძალიან ნაყოფიერი იქნება. შაბათ-კვირას კარგი ამბები გაგახარებთ, რაც თქვენს ოჯახთან იქნება დაკავშირებული.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 29.
კურო
მოგონებები ძველ იდეებს გააცოცხლებს. დღეს ღირს მათი ხელახლა გადახედვა და რაციონალობის განსაზღვრა. კვირის შუა რიცხვები დიდ აქტიურობას გპირდებათ. პროფესიულ სფეროში შესაძლებელია ცვლილებები უკეთესობისკენ. სავარაუდოდ, მოსალოდნელია ფულადი გზავნილი და ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.
სასიკეთო დღეები: 24, 29.
არასასიკეთო დღე: 23.
ტყუპი
შეეცადეთ სამსახურში თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები. შეიძლება მოხდეს ისე, რომ კოლეგის მისამართით შენიშვნა მოისმინოთ და ზედმეტი ლაპარაკის გამო პასუხი თქვენ მოგთხოვონ. ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები პოპულარულები იქნებიან საპირისპირო სქესთან და ახალ ნაცნობებს გაიჩენენ.
სასიკეთო დღეები: 23, 26.
არასასიკეთო დღე: 24.
საქმეში წარმატების მისაღწევად უფრო აქტიური უნდა იყოთ. დასახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ მათი მიღწევის გზებზე. იყავით სამართლიანი და გულწრფელი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. კვირის ბოლოს გაგიჩნდებათ ინტერესი შემოქმედებითი საქმიანობისადმი.
სასიკეთო დღეები: 24, 29.
არასასიკეთო დღე: 26.
დროა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ პირად ცხოვრებას. უკვე კვირის დასაწყისში სამსახურში უამრავი საქმის მორევში ჩაიძირებით. შეძლებთ მოიპოვოთ ღირებული ინფორმაცია და მომგებიანი ხელშეკრულება დადოთ.
სასიკეთო დღეები: 23, 24.
არასასიკეთო დღე: 26.
არასასურველია ნათესავებთან ან კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევა, მცირე კამათი შეიძლება საკმაოდ სერიოზულ უთანხმოებაში გადაიზარდოს. საფუძვლიანად გააანალიზეთ მოვლენები და მოძებნეთ შერიგების გზები. კვირის ბოლოს ნებისმიერი ახალი წამოწყება პერსპექტიული და მნიშვნელოვანი იქნება.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
თქვენი ძალიან ამბიციური გეგმების რეალიზება იწყება, უბრალოდ, საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად უნდა გჯეროდეთ. ნუ აყვებით ემოციებს, უმჯობესია ყველაფერი ცივი გონებით გააანალიზოთ და ლოგიკას დაეყრდნოთ. თქვენი შრომისუნარიანობა შესანიშნავ შედეგებს მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 23, 26.
არასასიკეთო დღე: 24.
მორიელი
პირად ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები შთაგაგონებთ და გაგახარებთ, ამიტომ მაქსიმალური დრო და ენერგია დაუთმეთ მას. რაც უფრო მეტად იზრუნებთ საყვარელ ადამიანზე და რაც უფრო მეტ სითბოს უჩვენებთ, მით უფრო მეტს მიიღებთ სამაგიეროდ. კვირის შუა რიცხვებში არ არის მოსალოდნელი რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩაივლის. შაბათ-კვირას შეეცადეთ განიტვირთოთ და დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 29.
არასასიკეთო დღე: 23.
მშვილდოსანი
შეადგინეთ ზუსტი სამოქმედო გეგმა და მისით იხელმძღვანელეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ საქმესა და საზრუნავში გაიხლართებით. გამოიჩინეთ გონივრული სიფრთხილე, ნუ ისაუბრებთ პირადულ საკითხებზე და სხვის საიდუმლოებებსაც ნუ გაამჟღავნებთ. შეეცადეთ დაწყებული საქმე დაასრულოთ. გახსოვდეთ, რომ ოჯახს, შვილებსა და მშობლებს ყურადღება სჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 23, 29.
არასასიკეთო დღე: 25.
შეიძლება ამ კვირაში საბუთებთან გქონდეთ შეხება. გარდა ამისა, შეიძლება შუამავლის როლი შეასრულოთ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისას. პარასკევი კარგი დროა სარემონტო სამუშაობისთვის და და საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული შესყიდვებისთვის. არ მიიღოთ გაუაზრებელი გადაწყვეტილება, ენდეთ თქვენს ინტუიციას.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 23.
მოემზადეთ მოსაწყენი, რუტინული სამუშაოსთვის. შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც მოგიწევთ პასუხი აგოთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების გამო. შეეცადეთ არავის დაუპირისპირდეთ და სხვისი წარმატებები არ შეგშურდეთ. შაბათ-კვირა მშვიდ ატმოსფეროში გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
ამ კვირაში კარგი განწყობა დაგეუფლებათ, მშვიდი და გონიერი იქნებით. დატკბით ცხოვრებით, სასიამოვნო ნაცნობობით, ურთიერთობით. თუ ეს თქვენ არ გეხებათ, მაშინ ძალიან ბევრს მუშაობთ და საჭიროა განიტვირთოთ. არც ოჯახი და დაგროვილი საშინაო საქმეები დაივიწყოთ და დრო მათთვისაც გამონახეთ.
სასიკეთო დღეები: 24, 27.
არასასიკეთო დღე: 23.
თამთა გურული
კომენტარები