საიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთი: ვისთვის ჩაირთო სისტემა ბინადრობის უფლების გადასავადებლად ან პირველად მისანიჭებლად?

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ადვოკატი პაატა სიმსივე განმარტავს, ვის შეუძლია ამ ეტაპზე გადაავადოს ბინადრობის ნებართვა.

ბინადრობის ნებართვების გადასავადებლად ყველასთვის არ ჩართულა სისტემა. ბინადრობის ნებართვის გადავადება ან პირველად მინიჭება შესაძლებელია, ძირითადად, შემდეგი შემთხვევებისთვის:

1. იმათთვის, ვისაც ვადა გაუვიდა 2020 წლის 30 ივნისამდე.

2. ვისაც ვადა გაუვიდა 2020 წლის 1-19 ივლისამდე.

3. ვისაც ვადა გასდის 2021 წლის იანვარში.

4. ვიზით შემოსულებისთვის (როცა ბინადრობის ნებართვის მინიჭების კანონიერი საფუძველი არსებობს).

5. საბერძნეთში დაბადებულ არასრულწლოვან ბავშვებზე ბინადრობის ნებართვის პირველადი მინიჭება.

6. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საბერძნეთის ოჯახის წევრის ბინადრობის უფლების გადავადება.

7. ინვესტორების ბინადრობის ნებართვები.

8. ვადაგასული ადია დიამონების გადავადება. მაგ., ვისაც იპურგიოდან გამოგივიდათ საბუთი და გაქვთ 30 დღე გადასავადებლად, თუმცა თუ ამ შემთხვევაში ეკუთვნით მაგ., პირეას, რანდევუს დანიშვნა ძალიან დაიგვიანებს.

9. ასევე შესაძლებელია ნებართვის გადავადების მოთხოვნა, თუ დაინტერესებული პირი დადასტურებულად საჭიროებს უცხო ქვეყანაში ექიმთან ვიზიტს ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ასევე შესაძლებელია:

1. გამოსული ნებართვების აღება.

2. დაკარგვის შემთხვევაში ახლის აღება.

3. უარყოფითი გადაწყვეტილებების აღება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close