fbpx
მედიცინამსოფლიო

PFIZER-მა ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაასრულა, მისი ეფექტიანობა 95%-ს შეადგენს

კორპორაცია Pfizer-მა ოთხშაბათს, 18 ნოემბერს განაცხადა, რომ დაასრულა კლინიკური კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა, რომელიც კომპანია BioNTech-თან ერთად შექმნა. Pfizer-ის თანახმად, ის უახლოეს დღეებში გაუგზავნის აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებებს ვაქცინის რეგისტრაციის განაცხადებს.

შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაქცინის ეფექტიანობა ადრე გამოცხადებულ 90%-ზე უფრო მაღალია და 95% აღმოჩნდა.

როგორც აცხადებენ, 43 ათასზე მეტი მოხალისიდან, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში, კორონავირუსით დაავადდა 170 ადამიანი. ამასთან, მხოლოდ 8-ს ჰქონდა მიღებული ვაქცინა, დანარჩენებს კი პლაცებო გაუკეთდათ.

გარდა ამისა, Pfizer-ის ცნობით, მან შექმნა ვაქცინის შესანახი სპეციალური კონტეინერები. რეკომენდებულია, რომ მისი შენახვისას ტემპერატურა მინუს 70°C-ს არ აღემატებოდეს

radiotavisufleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close