მსოფლიოnews

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი (ვიდეო)

საბერძნეთის კუნძულ სამოსზე მიწისძვრამ შენობები დააზიანა, დაშავდნენ ადამიანებიც

თურქეთის დასავლეთში 6,7 მაგნიტუდის სიმძლავრის (ზოგიერთი შეფასებით – 7,0) მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია AFAD-მა (საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სააგენტო) გაავრცელა. დაიღუპა, სულ ცოტა, 4 ადამიანი, 120-მდე დაშავდა. რყევა 15 წამი გრძელდებოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირის პროვინციაში ქალაქ სეფერიჰისარის რაიონში მდებარეობდა, იზმირის სანაპიროსთან ახლოს, ეგეოსის ზღვაში. მიწისძვრის კერის სიღრმე 16,5 კმ-ს შეადგენდა.

თურქული მედიის და თვითმხილველების ინფორმაციით, ბიძგები ქვეყნის დასავლეთით მდებარე სხვადასხვა პროვინციასა და სტამბოლშიც  იგრძნობოდა.

თურქეთის შს მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, ბუჯის, ბაირაკლისა და ბორნოვის რაიონებში დაინგრა 6 შენობა.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშავებულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა, იზმირში 20 შენობა ჩამოინგრა, 70 ადამიანი ნანგრევებიდან გამოიყვანეს.

მიწისძვრამ შენობები და გზები ეგეოსის ზღვაში მდებარე ბერძნულ კუნძულ სამოსზეც დააზიანა, დაშავდა 8 ადამიანი. განსაკუთრებით ზიანი მიადგა ძველ შენობებს.

rua.gr-ის კოლაჟი

ადგილობრივების თქმით, ბიძგების დროს „ზღვა ნაპირებიდან გადმოვიდა“, „ეს პატარა ცუნამს ჰგავდა“, რასაც გადაღებული ვიდეოებიც ადასტურებს.

სტატია განახლებულია 19:00 სთ-ზე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close