აშშ-მა უტილიზება გაუკეთა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის 45 აპარატს, Aventa-M-ს, რომელიც აპრილის დასაწყისში რუსეთმა თითქოს დახმარების სახით გაუგზავნა აშშ-ს.
ამის შესახებ BuzzFeed-ი უწყება, აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა მოწესრიგების (FEMA) სააგენტოზე დაყრდნობით.
თუმცა უცნობია, თუ როდის მოხდა რუსული აპარატების განადგურება.
მაისში FEMA იუწყებოდა, რომ აშშ-მა უარი თქვა გამოეყენებინა გამოუსადეგარი რუსული წარმოების აპარატები, მათ შორის, ამერიკულ საავადმყოფოებში შესაბამისი ელექტროადაპტერების არ არსებობის მიზეზით.
მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ მსგავს აპარატებს მანამდე ცეცხლი გაუჩნდა მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოებში, რის შედეგადაც 6 კაცი დაიღუპა.
რუსეთმა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატები აშშ-ში სხვა სამედიცინო აღჭურვილობასთან ერთად გაგზავნა. კრემლში აცხადებდნენ, რომ ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება, მაგრამ მალე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ტვირთის დიდ ნაწილში ფული გადაიხადა.
მსგავს თემაზე: იტალიისთვის პუტინის მიერ ნაჩუქარმა სასუნთქმა აპარატებმა რუსეთში 6 ადამიანი იმსხვერპლა
კომენტარები