ციფრული კლონები უკვე რეალობაა (ვიდეო)
ჯერ კიდევ 1956 წელს ბრიტანელმა მათემატიკოსმა ალან ტურინგმა (Alan Turing) თავის სტატიაში „კომპიუტერი და გონიერება“ (Computing Machinery and Intelligence), რომელიც ოქსფორდის აკადემიურ ჟურნალ „MIND“-ში გამოაქვეყდა, შემდეგი კითხვა დასვა: „შესაძლებელია თუ არა გონიერი მანქანის შექმნა?“
ამ სტატიაში ტურინგმა ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი აღწერა, რომელშიც ორ ადამიანსა და ერთ კომპიუტერს უნდა მიეღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის მონაწილეები სხვადასხვა ოთახში უნდა მსხდარიყვნენ. ერთ-ერთი ცდისპირი რიგრიგობით დაუსვამდა შეკითხვებს კომპიუტერსა და ადამიანს. ტურინგი ექსპერიმენტის აღწერისას ასეთ დასკვნას აკეთებდა: თუკი შეუძლებელი იქნება გარჩევა, რომელი პასუხი ეკუთვნის ადამიანს და რომელი კომპიუტერს, ჩვენ შევძლებთ განვაცხადოთ, რომ კომპიუტერის ინტელექტი ადამიანისას გაუტოლდაო.
სულ რაღაც 64 წელი გავიდა და ციფრული კლონები უკვე რეალობაა. სან-ფრანცისკოს ტექნოლოგიური კომპანია ცნობილი ადამიანების ვირტუალურ ასლებს ამზადებს. სურვილის შემთხვევაში, ის თქვენს ციფრულ ტყუპისცალსაც შექმნის. ნახეთ „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის, მაია ქვარცხავას მიერ მომზადებული სიუჟეტი.
კომენტარები