ექსცენტრიკული მილიონერი, რომლმაც განძი დამალა და მაძიებლებისთვის მინიშნებები გამოაქვეყნა, 90 წლისა გარდაიცვალა
აშშ-ში 90 წლის მილიონერი ფორესტ ფენი გარდაიცვალა, ამის შესახებ CNN წერს. კაცი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც განძის დამალვის შესახებ განაცხადა, რომელსაც 1000-მდე ადამიანი ეძებდა.
$1 მილიონის ღირებულების განძი იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში იყო დამარხული.
2020 წლის ივნისში ფრესტ ფენიმ განაცხადა, რომ 10 წლის წინ დამალული განძი იპოვეს. ფენის ინფორმაციით, მას დაუკავშირდა ადამიანი, რომელმაც განძით სავსე სკივრს მიაგნო. ამის დასადასტურებლად,მან კოლექციონერს ფოტო გაუგზავნა. განძის მპოვნელმა ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა. გას სკივრის პოვნაში კოლექციონერის წიგნში გამოქვეყნებული ლექსი დაეხმარა.
სკივრის შესახებ, რომელშიც ძვირფასი ქვები, ოქროს მონეტები, საიუველირო ნაკეთობები ინახებოდა, 2010 წელს კოლექციონერმა თავის ავტობიოგრაფიაში დაწერა. მან განძის დამალვის გადაწყვეტილება 1990 წლის ბოლოს მიიღო, როცა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ გადაწყვეტილებით მას სურდა საკუთარი თავის ხსოვნა გარანტირებული გაეხადა. ექიმებმა დაავადების შეჩერება შეძლეს, თუმცა კოლექციონერმა განძის დამალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა.
კოლექციონერის წიგნში საგანძურის საპოვნელად 9 გამოცანა იყო. განძს 1000-მდე ადამიანი ეძებდა, აქედან ხუთი ადამიანი განძის ძებნისას დაიღუპა. ფენი აცხადებდა, რომ განძი უსაფრთხო ადგილას იყო, თუმცა მაძიებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა.
გამოცემის კითხვაზე, როგორ გრძნობდა კოლექციონერი თავს განძის პოვნის შემდეგ, ფენიმ უპასუხა, რომ ის ნაწილობრივ მხიარულია, ნაწილობრივ კი სევდა მოეძალა, რადგან განძის ძებნის ისტორია დასრულდა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები