რჩევები

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ შავი შოკოლადი

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ შავი შოკოლადი სასარგებლოა და იმ სიამოვნებასთან ერთად, ამ ტკბილეულის მირთმევას რომ ახლავს, მისგან ბევრი სარგებლის მიღება შეგიძლიათ.

მეცნიერები ამ საკითხის საფუძვლიან შესწავლას შეუდგნენ და შესაძლოა მალე შოკოლადის  კონცენტრირებული აბებიც კი შემოგვთავაზონ.

ნამდვილი, კარგი შავი შოკოლადი მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან შედგება: გახეხილი კაკაო, კაკაოს ცხიმი და შაქარი, რაც უფრო მეტი დანამატი აქვს შოკოლადს, მით უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტთან გვაქვს საქმე.

მაგრამ რა არის ის მთავარი სასარგებლო თვისებები, რომლებიც შავ შოკოლადს აქვს?

1. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, კაკაოს შემადგენლობაში არსებულმა ფლავინოიდებმა შესაძლოა ინსულტის და ინფარქტის რისკი შეამცირონ. ფლავინოიდები ხელს უწყობენ სისხლის წნევის დარეგულირებას და ორგანიზმის მიერ ინსულინის გამომუშავებას.

2. შოკოლადი უძილობისა და და ქრონიკული დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ორგანიზმის საერთო ტონუსს ამაღლებს.

3. შოკოლადის ჭამის დროს ადამიანში ბედნიერების განცდა იზრდება – შოკოლადი ორგანიზმში წარმოქმნის ენდორფინებს, ბედნიერების ჰორმონებს, შესაბამისად, მისი საშუალებით, პოზიტიური განწყობა გვეუფლება.

4. ენდორფინების გააქტიურება ტკივილის შემსუბუქებას იწვევს. სწორედ ამიტომ აქვს შოკოლადს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ასე რომ, თუ გსურთ, კარგ განწყობაზე იყოთ, მიირთვით უფრო მეტი შავი შოკოლადი.

5. შოკოლადი აუმჯობესებს გულის მუშაობის ხარისხს და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარი  წამალია. ის არეგულირებს სისხლის მიმოქცევას. სპეციალისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მეტ შოკოლადს მიირთმევთ, მით უფრო შემცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის ალბათობა.

6. შოკოლადი სასარგებლოა ტვინის უკეთ მუშაობისთვის – ჰარვარდის მედიცინის სკოლის მკვლევართა დასკვნით, თუ დღის განმავლობაში ორ ჭიქა ცხელ შოკოლადს მიირთმევთ, გონება უფრო სხარტად იმუშავებს და უფრო მარტივად შეძლებთ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნას. კვლევით დადასტურებულია, რომ შოკოლადის რეგულარულად მირთმევა ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის ალბათობას ამცირებს.

7. შავი შოკოლადის მოყვარულთ კარიესი არ ემუქრებათ, რადგან კაკაოს ბუნებრივი მცენარეული ცხიმი კბილებზე დამცავ ფენას წარმოქმნის.

8. შოკოლადი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს გაციების პროფილაქტიკას.

9. შოკოლადი სასარგებლოა ორსულებისთვის – როგორც დედისთვის, ისე მუცლად მყოფი ნაყოფისთვისაც. ფინელი მეცნიერების კვლევის თანახმად, ფეხმძიმეს, რომელიც შოკოლადს მიირთმევს, არ აწუხებს სტრესი, ხოლო მისი შვილი უფრო ხშირად იღიმის და კარგ ხასიათზეა.

10. ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შავი შოკოლადი ხელს უწყობს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას და კარგი ქოლესტერინის დონის ამაღლებას.

მანანა ბანძელაძე

p. s. რაც შეეხება დღიურ ნორმას: დიეტოლოგების რეკომენდაციით, თუ ჯანმრთელობის პრობლემა არ გაქვთ, დღიურად შეგიძლიათ 30-50 გ შავი შოკოლადი მიირთვათ, უმჯობესია ცოტ-ცოტა და არა ერთბაშად. დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში კი ნორმა შეგიძლიათ 1,5-ჯერ გაზარდოთ (45-75გ).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close