მსოფლიოპოლიტიკა

ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ ბერლინში ჩაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი ბერლინში დაეშვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ნავალი ისევ კომაშია, თუმცა, ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თვითმფრინავი ომსკიდან დღეს დილით გაფრინდა და ბერლინის ტეგელის აეროპორტში დაეშვა. თავდაპირველად ომსკის საავადმყოფოს ექიმები ნავალნის ბერლინში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ პაციენტის გერმანიაში გადაყვანა დაუშვეს.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი ჩაით მოწამლეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close