ანტვერპენში კომენდანტის საათი დაწესდა
ბელგიაში, ანტვერპენის პროვინციაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით კომენდანტის საათი დაწესდა. ეს გადაწყვეტილება ანტიკრიზისული შტაბის 8-საათიანი სხდომის შემდეგ მიიღეს.
ადამიანებს გარეთ გამოსვლა ეკრძალებათ 23:30 საათიდან დილის 06:00 საათამდე (ადგილობრივი დროით), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საავადმყოფოში ან სამსახურში მიდიან.
ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოდ შეხვდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბელგიაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი სწორედ ანტვერპენზე მოდის, ბევრი ადამიანი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს.
შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო კაფეებს და რესტორნებს საღამოს 11 საათის შემდეგ მუშაობა აეკრძალათ, 12 წელზე მეტი ასაკის ყველა მოქალაქისთვის კი სავალდებულოა პირბადის ტარება. საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა კლიენტებს შორის 1,5 მეტრი მანძილი უნდა უზრუნველყონ და თითოეული კლიენტის შესახებ ინფორმაცია 4 კვირის განმავლობაში შეინახონ.
ბელგიაში ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 66 662 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაცვლილია 9833 ადამიანი (14,75%). ანტვერპენის პროვინციაში ამ დრომდე გამოვლენილია ინიფიცირების 10 500-მდე შემთხვევა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბელგიის 12 პროვინციას შორის.
კომენტარები