მსოფლიოსაზოგადოება

ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს (ვიდეო)

მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს და ნავსადგურში ჩაძირეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ძეგლის ჩამოგდების ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ამის პარალელურად, კონექტიკუტის შტატის ქალაქ უოთერბერიში უცნობმა პირებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლს თავი მოhკვეთეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

„ქალაქი უოთერბერი და მე, როგორც მერი, მზად ვართ, სისტემური რასიზმის შედეგად გამოწვეულ შედეგებსა და უთანასწორობაზე რეაგირებისთვის, თუმცა ამგვარი ქმედება მიუღებელია და არ იქნება შეწყნარებული“, – განაცხადა ქალაქის მერმა ნილ ოლირიმ.

ამერიკაში ბოლო კვირების განმავლობაში ეს კოლუmბისა და სხვა ისტორიული ფიგურების ძეგლების ჩამოგდების ან დაზიანების პირველი შემთხვევები არაა. ძეგლებზე თავდასხმები ანტირასისტული საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხორციელდება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close