ლიტერატურა/წიგნებისაქართველო
ვაჟა-ფშაველას იაპონურად მთარგმნელის გასაოცარი საუბარი ქართულად – იასუჰირო კოჯიმა (ვიდეო)
„ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ორი სამშობლო მაქვს, იაპონიის და საქართველოს სახით“
იასუჰირო კოჯიმა იაპონიის საელჩოში ატაშე გახლავთ. პროფესიით ლინგვისტია და ძალიან კარგად იცის ქართული, იგი‚ აგრეთვე‚ ლაპარაკობს მეგრულ, ლაზურ და სვანურ დიალექტებზე და ტოკიოს უცხო ენათა ინსტიტუტში იაპონელებს ქართულად საუბარს და წერა-კითხვას ასწავლის.
საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა ახალგაზრდა მეცნიერმა ქართულიდან იაპონურად თარგმნა ვაჟა-ფშაველას პოემები „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ მასპინძელი“ და „გველის მჭამელი“, ხოლო მოთხრობებიდან – „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ვერხვი“, „ჩხიკვთა ქორწილი“ და ერთ წიგნად გამოსცა. ნათარგმნი აქვს, აგრეთვე, ნოდარ დუმბაძის, გოდერძი ჩოხელის, ლაშა თაბუკაშვილის ნაწარმოებები.
იასუჰირო კოჯიმა უკვე წლებია, თბილისში ცხოვრობს და ჰყავს ქართველი მეუღლე – მედეა გოცირიძე, რომელიც პროფესიით იაპონოლოგია და ექვსი წლის ვაჟი – შოთა.
კომენტარები