ვიდეოისტორიასაქართველო

ბერძნულად მოყოლილი კრწანისის ბრძოლის ისტორია და ქართულ-ბერძნული პარალელები (ვიდეო)

თეა შეყრილაძე თავისი ვიდეოებით ბერძნებს საქართველოს ისტორიას და კულტურას აცნობს

თეა შეყრილაძე უკვე საკმაო ხანია, მუშაობს ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე საბერძნეთში და მრავალსაუკუნოვანი ბერძნულ-ქართული ურთიერთობების გაცნობაზე. ბოლო დროს მისი ვიდეოებით ბერძნული საიტები, სატელევიზიო არხები და ორგანიზაციები დაინტერესდნენ.

ერთ-ერთმა ჟურნალმა თეას თანამშრომლობა შესთავაზა და ამ ჟურნალში პერიოდულად გამოქვეყნდება სტატიები საქართველოს შესახებ. ამრიგად, ბერძნები მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებენ ქართული კულტურის, ისტორიის, ათასწლოვანი ქართულ-ბერძნული ურთიერთობების შესახებ. ამაში მათ თეასა და მისი თანაგუნდელების მიერ გადაღებული ვიდეოებიც ეხმარებათ.

ჩვენ მიერ დღეს წარმოდგენილ ვიდეოში, რომელიც ბერძნულმა საიტმა estia.tv-მ გამოაქვეყნა, თეა ბერძენ მსმენელს და მაყურებელს კრწანისის ბრძოლის და ერეკლე მეორის შესახებ მოუთხრობს.

იგი საინტერესო პარალელებს ავლებს: 300 არაგველს ადარებს 300 სპარტელს – ორივე რაზმი გმირულად ებრძოდა სპარსელებს, თანაც სპარტელებმა თერმოპილესთან იბრძოლეს: თბილისი და თერმოპილე – ორივე სახელი თბილ წყლებს უკავშირდება.

თეა იხსენებს ისტორიას, როდესაც აღა-მაჰმად-ხანმა წერილი გაუგზავნა ერეკლეს და დანებება მოსთხოვა. ერეკლემ სპარტელების მსგავსად უპასუხა: მოდი და წაიღეო.

ვიდეო საქართველოს თვალწარმტაცი, ულამაზესი ხედებით, მშვენიერ წამყვანთან ერთად, რომელიც თავისი სამშობლოს ისტორიას ემოციურად გვიამბობს, არაჩვეულებრივი სანახავია. ნახეთ და ისიამოვნეთ.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close