მსოფლიოსაზოგადოება

კორონავირუსმა რუსეთის უდიდეს ოქროს საბადოზე იფეთქა

ეპიცენტრი კვლავ მოსკოვია - გარდაცვლილთა რაოდენობა 1010-მდე გაიზარდა

კორონავირუსმა კრასნოიარსკის მხარეში (რუსეთი) მდებარე „ოლიმპიადინსკის“ სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში იფეთქა, რომელიც ოქროს უდიდესი მომპოვებელია. ამის შესახებ რუსული სააგენტო TАСС-ი წერს.

რუსული „როსპოტრებნადზორის“ ადგილობრივი სამსახურის ცნობით, ახალი კორონავირუსი საწარმოს 89 თანამშრომელს დაუდასტურდა. მათ შორის 82 შემთხვევა გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა. პირველი სამი შემთხვევა კი 6 მაისს დაფიქსირდა.

უწყების ინფორმაციით, ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ და იზოლირებულები არიან. მათ უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება. ასევე მიმდინარეობს ყველა თანამშრომლის ტესტირება, რომელთა საერთო რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს.

მთლიანობაში კრასნოიარსკის მხარეში ამ დროისთვის კორონავირუსის 1070 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად რუსეთში კვლავ მოსკოვი რჩება. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მოსკოვში კორონავირუსს 1010 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 198 676 შემთხვევა დაფიქსირდა, 31916 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1827 კი გარდაიცვალა.

მანანა ბანძელძე

რუსეთის მონაცემები:

მოსკოვის მონაცემები:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close